საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება. იგი ასევე აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კორცხელში მომხდარი „საშინელება აღარ განმეორდეს“:
”ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ისეთივე საშინელება არ განმეორდეს, რაც მოხდა კორცხელში. ეს იყო ძალიან მძიმე, ხელისუფლებისთვისაც, მმართველი პარტიისთვის და ყველანაირი პრევენცია იქნება განხორციელებული. ასევე იცით, რომ პრემიერის ინიციატივით მკაცრდება კანონი ჩხუბთან დაკავშირებით, რომ ეს ცხვირ-პირის მტვრევა და მუშტი-კრივი არ იყოს გამართული. საარჩევნო პროცესი უნდა ჩატარდეს აბსოლუტურად მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სტრუქტურებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ თავისუფალ გარემოში აწარმოონ საარჩევნო კამპანია”, - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






