გიორგი ვაშაძე საზოგადოებას კანდიდატების შერჩევის ახალ პრინციპს სთავაზობს
პოლიტიკა - 14:44, 25 Jun, 2016     1964

სამოქალაქო პლატფორმა - “ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მაჟორიტარობისა და სიის კანდიდატების შერჩევის ახალ პრინციპზე საუბრობს. ვაშაძის განცხადებით, ყველა კანდიდატი, რომელსაც სურს პარლამენტში წარმოადგენდეს სასურველ რაიონს უნდა ითვალისწინებდეს სამ ძირითად პრინციპს: ეკონომიკური თავისუფლება, პიროვნული თავისუფლება და დასავლური ორიენტაცია. მათ შეუძლიათ აპლიკაციის შევსება და მომხრეთა 1%-იანი სიის წარდგენა, შემდგომ კი შიდა პრაიმერისში მონაწილეობის მიღება:

„კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც ვთავაზობთ პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას, ეს არის კანდიდატების, როგორც მაჟორიტარული, ასევე სიის კანდიდატების შერჩევის ღია მექანიზმი. საქართველოს სჭირდება ახალი პოლიტიკური კლასი და ამისთვის აუცილებელია ახალი მექანიზმები, როგორ ვარჩევთ კანდიდატებს, ჩვენ გვექნება აბსოლუტურად ღია დასაჯარო შერჩევის მექანიზმი, გსურთ რომ იყოთ თქვენი რაიონის წარმომადგენელი პარლამენტში? შეავსეთ აპლიკაცია, მოიტანეთ ერთი პროცენტის მხარდამჭერების ხმები და მიიღეთ მონაწილეობა შიდა პრაიმერში, რომელიც საბოლოო ჯამში გამოკვეთს გამარჯვებულებს და რომლებიც მიიღებენ საბოლოო არჩევნებში მონაწილეობას. მთავარი საკითხი არის ის, რომ სხვა მექანიზმი არ არსებობს იმისთვის, რომ შევარჩიოთ მართლაც რეალური კანდიდატები და პროფესიონალები, რომლებიც გულთან მიიტანენ ხალხის პრობლემას და გასაჭირს, აქამდე პოლიტიკაში გადაწყვეტილებას იღებდნენ კულუარები და კაბინეტები, ახლა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოქალაქეები და ისინი შეარჩევენ მათთვის სასურველ კანდიდატებს. კრიტერიუმი მარტივია, კანდიდატი უნდა იზიარებდეს სამ პრინციპს: ეკონომიკური თავისუფლება, პიროვნული თავისუფლება და დასავლური ორიენტაცია“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კანდიდატთა შერჩევის პერიოდი ივლისსა და აგვისტოში წარიმართება, 20 აგვისტოს კი შედეგები გახდება ცნობილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42