რატომ ფეთქდება დედაქალაქში ყვითელი ავტობუსები - საზოგადოებრივი ტრანსპორტი უსაფრთხო აღარ არის
პოლიტიკა - 21:05, 24 Jun, 2016     24473
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უსაფრთხო აღარ არის. ყვითელ ავტობუსებს, ექსპლუატაციის ვადა გასდით და ხშირ შემთხვევაში გამოდის მწუობრიდან. ამის პარალელურად დავით ნარმანია თითქმის ყოველ სამ თვეში ერთხელ დებს პირობას რომ მერია ახალი ავტობუსების შემოყვანას იწყებს, მაგრამ დაპირება-დაპირებად რჩება.
სულ ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე ცეცხლი გაუჩნდა ყვითელ ავტობუსს. როგორც "ნიუპოსტის" კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, ყვითელ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ავტობუსში მყოფმა კონტროლიორებმა კი მგზავრების ევაკუაცია მოახდინეს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად ძველი, ელექტროსადენები სახელდება.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში ამტკიცებენ, რომ თბილისში სატრანსპორტო ქსელი უმძიმეს მდგომარეობაშია.

„დღეს თბილისს ემსახურება 500-მდე ამორტიზირებული ავტობუსი, რაც საერთოდ არ არის ადეკვატური მგზავრთა ნაკადის რაოდენობის. ერთ ავტობუსზე მოდის 1400 მგზავრი. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქს ემსახურებოდა 500 ავტობუსი 70-80-იან წლებში, როდესაც თბილისის მოსახლეობა არ აღემატებოდა 700 000-ს. დღეს კი, თბილისის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 1 400 000-ს, ანუ ორჯერ უფრო მეტს, შესაბამისად, დედაქალაქის მგზავრთა ნორმალურად გადაყვანისთვის საჭიროა ორჯერ უფრო მეტი რაოდენობის ავტობუსი (1000 ერთეული).

პრობლემას ართულებს ისიც, რომ თბილისის მერიამ დააგვიანა სატენდერო წინადადების მომზადება და შესაბამისად ავტობუსების შეძენაც. სამწუხაროდ, ახალი ავტობუსები (170) კი არ დაემატება ძველ ავტობუსებს, არამედ ჩაანაცვლებს სრულიად ამორტიზირებულ ავტობუსებს. საერთო ჯამში კი, ავტობუსების რაოდენობა (500) დარჩება უცვლელი და მგზავრებს ისევ მოუწევთ ფეხზე დგომა, ოღონდ მგზავრთა ნაწილს უკვე ახალ ავტობუსში“, - აცხადებენ ასოციაციაში.

არსებულ პრობლემებზე საუბრობს ავტოექსპერტი დავით მესხიშვილიც. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არამარტო არაკომფორტულია, არამედ საფრთხის შემცველია.

" ერთადერთი გამოსავალი ახალი ავტობუსების შეძენაა. ჩვენ ვითხოვდით, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, ეს ყოფილიყო ელექტრომობილი ავტობუსები, თუმცა, მერიამ ამაზე უარი თქვა, ახლა აპირებენ გაზზე მომუშავე ავტობუსების შემოყვანას"- აცხადებს მესხიშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42