პროკურორ ამირან გულიაშვილის თქმით, ყველა პირი, ვისაც შესაძლოა შეხება ჰქონოდა ივანე მერებაშვილის განცხადებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, აუცილებლად დაიკითხება.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის თქმით კი გამოძიებას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს.
"მოიტანეს გამზადებული კითხვარი და ერთ-ერთი კითხვა, იყო იცოდით თუ არა რომ კამერები ჩანაწერს 24 საათის განმავლობაში ინახავს, რითაც მოხდა იმის დეკლარირება, რომ ეს გამოძიება არის ფარსი და არავითარი შედეგი ამას არ ექნება. მათ აქვთ უკვე წინასწარ გამზადებული ვერსია თუ როგორ უნდა აწარმოონ ეს საქმე და ამ გამოძიებას აქვს ფორმალური ხასიათი,“- აღნიშნა ოთარ კახიძემ.
მისივე თქმით საუბარი იყო ყოფილ მაღალჩინოსნებზეც და ვანო მერაბიშვილმა დაასახელა დარბაისელის, ფარცხალაძის და ციხეში მომუშავე იმ პირების გვარები, ვინც მონაწილეობდნენ მის გაყვანაში.
მასალის გამოყენების პირობები






