პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარესა და იუსტიციის მინისტრის მოადგილეს შეორის შეკამათება მოხდა. დავით უსუფაშვილი გაღიზიანების მიზეზი ალექსანდრე ბარამიძის შეკითხვა გახდა, იმასთან დაკავშირებით დაუჭერდათუ არა რესპუბლიკელთა ფრაქცია მხარს კანონპროექტს მასში გარკვეული ჩანაწერერის არსებობის შემთხვევაში.
„ბატონო ალექსანდრე, აქ კითხვებს პარლამენტის წევრები სვამენ. თქვენ აქ იმიტომ ბრძანდებით, რომ პასუხები გასცეთ და არა სანაცვლო კითხვები დასვათ, ფრაქცია თუ პარლამენტის წევრები, ვინ როდის მისცემს ხმას. ძალიან გთხოვთ კორექტულობა დაიცვათ მაგ ტრიბუნიდან. რა კითხვაა ეს?! აქ, ოთხი წლის განმავლობაში, მომხსენებლებიდან არავის არც ერთი პარლამენტის წევრისთვის ასეთი კითხვა არ დაუსვამს.” - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






