განხილვა ოპოზიციური ფრაქციების მხრიდან გამოთქმული კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა.
"თავისუფალი დემოკრატების" მდივნის შალვა შავგულიძის განცხადებით, ისინი ამ რეგულაციას ყველანაირად მიესალმებიან და მხარს უჭერენ-“პოლიციის ასეთი დაპატიჟება არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებთან, არ არის ის დემოკრატიული არჩევნების სტანდარტი, რომლისკენაც ჩვენ დეკლარირებული გვაქვს, რომ მივდივართ. აქედან გამომდინარე ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ ასეთ რეგულაციას,“ – განაცხადა შავგულიძემ.
"ეროვნული ფორუმის" წევრი ანი მიროტაძე მიიჩნევს, რომ ეს რეგულაცია საფრთხის შემცველი არ არის-“ეს ბუნდოვანება თუ დარჩება კანონში, რომელიც პოლიციას განუსაზღვრელ უფლებამოსილებას მისცემს ყოველ შემთხვევაში ეს ასე წერია და არ არის დაკონკრეტებული ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ერთმა კონკრეტულმა პოლიციელმა, ან ვთქვათ რა შემთხვევაში უნდა მივიდეს თვითნებურად საარჩევნო უბნის პერიმეტრზე. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს რეგულაცია არის საფრთხის შემცველი“ - განაცხადა მიროტაძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის თქმით, პოლიციელმა საარჩევნო უბანზე პრევენციაზე მეტი უნდა იფიქროს.
“პოლიციელმა პრევენციაზე უნდა მეტი იფიქროს ვიდრე უცებ მომხდარში ჩარევა და როგორც კი არ იქნება მერე წამოსვლა. რა დროს უნდა მოვიდეს გასაგებია, როდის უნდა წავიდეს არავინ არ იცის. როცა ამის საჭიროება არ იქნება უნდა წავიდეს აბა რა უნდა ქნას " – აღნიშნა ვოლსკიმ.
განსხვავებული აზრი აქვთ ფრაქცია "რესპუბლიკელებს" მათი წევრი ვახტანგ ხმალაძის აცხადებს, რომ რესპუბლიკელები წარმოდგენილ ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ- “იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამოთქვა თავისი შენიშვნა, რომელიც უკავშირდებოდა მეშვიდე პუნქტისთვის, იმ წინადადების დამატებას, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა, რომ თუ აღმოიფხვრა საფრთხე ან აღიკვეთა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, მაშინ პოლიციელებმა უნდა დატოვონ კენჭის ყრის შენობის მიმდებარე ტერიტორია. ამ დამატების გარეშე ფრაქცია რესპუბლიკელები მხარს არ დაუჭერს წარმოდგენილი ცვლილების შეტანას“ – აღნიშნა ხმალაძემ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის თქმით, მას შეუძლია მიიღოს წინადადება და მეშვიდე პუნქტში შეიტანოს ცვლილება.
“როგორც მთავრობის წარმომადგენელს შემიძლია მივიღო წინადადება და დავუმატოთ მეშვიდე პუნქტს დაახლოებით ამგვარი ჩანაწერი, აუცილებლობის აღმოფხვრის შემთხვევაში პოლიციელები ტოვებენ ტერიტორიას “ - აღნიშნა ბარამიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოუწოდებს რომელიმე მხარემ დათმოს, ან მოხდეს ამ საკითხზე შეჯერება, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტის არმიღება ძალიან ცუდი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






