აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საერთაშორისო საინფორმაციო პროგრამათა ბიუროს მეშვეობით, ტექნობანაკის მხარდამჭერი და ორგანიზატორია მთელ მსოფლიოში. ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის სამოქალაქო საზოგადოება 2.0 ინიციატივის ფარგლებში ეს პროგრამა 2010 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ იმართება აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და შუა აღმოსავლეთში.
ტექნობანაკები გამოირჩევა მჭირდო თანამშრომლობითა და პრაქტიკული სამუშაო ღონისძიებებით, რომელთა ნაწილია ე.წ. „ბრეინსთორმინგის“ სესიები და დისკუსიები, რომლებსაც უძღვებიან ტექნოლოგიების სფეროს წამყვანი სპეციალისტები. ამ სესიების შედეგია იმ რეალური პრობლემის ინოვაციური გადაწყვეტა, რომელსაც მონაწილეები მუშაობის დროს აწყდებიან.
27 ივნისს 9:00 საათზე აშშ-ის საელჩო გახსნის პირველ ტექნობანაკს საქართველოში, საქართველოს უნივერსიტეტში (მერაბ კოსტავას ქუჩა საბურთალოზე). მედია დაპატიჟებულია გახსნის ცერემონიაზე, რომელზეც აშშ-ის საელჩოდან ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი და საელჩოს საზოგადოებივ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი კორტნი ოსტრიანი მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ.
ქართულ პრესასთან დაკავშირებული შეკითხვებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ნათია კალაძეს საქართველოს უნივერსიტეტიდან: 599-55-81-80

მასალის გამოყენების პირობები






