,,ეს არ არის ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ აქცია ეს არის სახალხო აქცია“ - ალექსი პეტრიაშვილი
პოლიტიკა - 15:32, 24 Jun, 2016     2304
‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც დაანონსდა ‘’სახალხო კამპანია’’ ლოზუნგით - სამშობლოს სამსახური არ უნდა ისჯებოდეს. ეს არ არის ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ აქცია ეს არის სახალხო აქცია, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

‘’,,თავისუფალი დემოკრატები’’ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიწყებთ. ეს იქნება ,,სახალხო კამპანია“ , რომელიც საქართველოს ყველა ქალაქს, ყველა სოფელს, ქუჩას და ოჯახს შეეხება. ეს არ არის თავისუფალი დემოკრატების აქცია, ეს არის სახალხო აქცია. სამშობლოს სამსახური არ უნდა ისჯებოდეს და ეს მნიშვნელოვანია! ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

დღეიდან თავისუფალი დემოკრატების რაიონულ თუ საქალაქო ყველა ოფისში თქვენ შეგეძლებათ მიხვიდეთ და ხელი მოაწეროთ პეტიციას, ამასთანავე პარტიის ლიდერები ვიწყებთ ქუჩის კამპანიას - ,,თავისუფლება ჯარისკაცებს". ჩვენ მივალთ თითეულ მოქალაქემდე.... საქართველოს ასიათასობით მოქალაქე მოაწერს ხელს პეტიციას. ასევე, დღეს წარმოგიდგენთ ელექტრონულ პეტიციას, რომლის შევსება ნებისმიერ მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო არ იმყოფება საქართველოში, ხელი მოაწეროს ჯარისკაცების თავისუფლების აქტს და თავისი წვლილი შეიტანოს სამხედროების გათავისუფლებაში.

მსჯავრდებულთა გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ პეტიციაზე ხელის მოწერის შესაძლებლობა ექნება ჩვენი ქვეყნის ყველა იმ მოქალაქეს, რომლისთვისაც ქვეყნის სამსახური არ ისჯება. ,,თავისუფალი დემოკრატები’’ პრეზიდენტს გადაუგზავნით ხელმოწერილ პეტიციას, რათა მან კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენოს და ე.წ. კაბელების საქმეზე უკანონოდ დაკავებული პატიმრები შეიწყალოს.

,,თავისუფალ დემოკრატებს“ გვჯერა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებულ ,,სახალხო კამპანიას“ სრულიად საქართველოს მოსახლეობა შეუერთდება და ეს ბრძოლა უკანონოდ დაპატიმრებული ჯარისკაცების ციხიდან დასახსნელად აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება’’, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42