„იუსტიციის სამინისტრო არგენტინის კიდევ ერთ − მოდერნიზაციის სამინისტროსთან ითანამშრომლებს“- წულუკიანი
პოლიტიკა - 14:45, 24 Jun, 2016     1300
თეა წულუკიანი არგენტინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბუენოს აირესში არგენტინის მოდერნიზაციის მინისტრ ანდრეს იბარას შეხვდა. შეხვედრის ძირითადი ნაწილი ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილებას დაეთმო.

თეა წულუკიანმა არგენტინელ მინისტრს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა დოკუმენტების ელექტრონული ბრუნვის, რეგიონებში ელმმართველობის დანერგვის შესახებ, ასევე, ელექტრონული აუქციონების, ელექტრონული ტენდერებისა და სხვა სისტემების შესახებ უამბო. მინისტრმა სასამართლოებში საქმეების ელექტრონული განაწილების პრინციპებზეც ისაუბრა, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ნაწილია და 2017 წლის იანვარში უნდა ამოქმედდეს.

თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა საჯარო სერვისების გაცემისას ელექტრონული სისტემების მუშაობასა და სპეციფიკაზე. ანდრეს იბარამ არგენტინის მთავრობის მოდერნიზაციის ახალ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც არგენტინის ფედერალური ოლქებისა და ცენტრების ელექტრონულ ერთიან სისტემაში ჩართვას და ღია მმართველობის დანერგვას ითვალისწინებს. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო თავის გამოცდილებას გაუზიარებს არგენტინას ღია მმართველობის, მთავრობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის, სერვისების მიწოდების, ანტიკორუფციული საქმიანობის და ელექტრონული მმართველობის შესახებ, რაზეც უკვე ორი სამინისტროს ექსპერტები იმუშავებენ.
დღესვე იუსტიციის მინისტრი არგენტინის იუსტიციის მინისტრის მიწვევით ელექტრონული პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო, რომლის საშუალებითაც გასულ წელს არჩევნები ბუენოს აირესში ელექტრონულად ჩატარდა. პრეზენტაციას არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი, ვიცეპრეზიდენტი გაბრიელა მიჩეტი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42