პაატა ბურჭულაძე „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ლიდერმა ევროსაბჭოში შეხვედრები გამართა
პოლიტიკა - 14:39, 24 Jun, 2016     1221
„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ თევროსაბჭოში შეხვედრები გამართეავმჯდომარემ და საგარეო ურთიერთობათა მდივანმა სტრასბურგში, ევროსაბჭოში შეხვედრები გამართეს. პაატა ბურჭულაძემ შეხვედრებისას ისაუბრა წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ძალადობის ფაქტებსა და მედიის დამოუკიდებლობაზე. სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერის თქმით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან განსაკუთრებით გამოიკვეთა დაინტერესება რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.

„ჩვენს ევროპელ პარტნიორებს აინტერესებდათ ჩვენი კურსი და რაც მთავარია მათი კარი ღიაა ჩვენთვის. ჩვენ გვქონდა საუბარი სამ ძირითად თემაზე ეს არის კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება და მომავალი არჩევნები. რაც შეეხება მედიის თავისუფლებას ჩვენს ყველა შეხვედრაზე იყო საუბარი ამ თემაზე და ისინი დაინტერესებულები არიან რომ საქართველოში მედია იყოს თავისუფალი ასევე საუბარი იყო რუსთავი 2-ზე ზეწოლაზე რაც დღეს ხდება.“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ

გიორგი რუხაძის განცხადებით კი დასავლელი პარტნიორები ძალიან სერიოზულად და ინტენსიურად ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

„ყველა აღიარებს იმას, რომ საარჩევნო გარემო არ არის მხოლოდ კანონის მიერი საკითხი ეს არის მედია თავისუფლებაც და ბუნებრივია რუსთავი 2-ის საკითხი ყველა შეხვედრაზე დაისვა ძალიან მწვავედ. ჩვენი მეგობრები დასავლეთში ამბობენ რომ მედიათავისუფლების გარეშე ბუნებრივია სამართლიან არჩევნებზე საუბარი ზედმეტია. ამ პრობლემებიდან საქართველო ვერ გამოვიდა და ეს რათქმაუნდა აისახება იმ სიკეთეებზე რომელიც უნდა მიიღოს საქართველომ. ეს არის ვიზა ლიბერალიზაცია რომელიც გაჯანჯლდა და ძალიან საეჭვოა, რომ ეს მოხდეს შემოდგომაზე. ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენეთ ჩვენი რესურსები რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს უვიზო მიმოსვლა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი ყველა დასავლელი პარტნიორი ძალიან სერიოზულად და ინტენსიურად ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.“ - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

პაატა ბურჭულაძე ასევე შეხვდა სტრასბურგში მცხოვრებ ქართულ დიასპორას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42