ისინი საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნანა ლეჟავას დანიშვნის აუცილებლობაზე და მაია თაბაგარის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე განმარტების გაკეთებას მოითხოვენ.
ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზზე განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ არხის დირექტორსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძეს. ,,ნიუპოსტის" ინფორმაციით, ის თბლისში არ იმყოფება.
საკადრო ცვლილება მიუღებელი და მოულოდნელი აღმოჩნდა თავად არხის ჟურნალისტებისთვის. საკადრო ცვლილებამ ჩვენს კოლეგებში კითხვები გააჩინა.
„მიგვაჩნია, რომ ყოვლად მიუღებელია არსებულ ვითარებაში საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში და არ არსებობს რაიმე ობიექტური მიზეზი ასეთი რადიკალური ზომის მისაღებად. მიგვაჩნია, რომ საკადრო ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდში ეჭვქვეშ დააყენებს არხის და მისი თანამშრომლების რეპუტაციას, სანდოობას და სიტყვის თავისუფლების ხარისხს ტელეკომპანია „იმედში“- ასეთია ჟურნალისტების პოზიცია.
რაც შეეხება ნანა ლეჟავას, ის კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ლეჟავას იმედში მიყვანა ირაკლი რუხაძის მოთხოვნა იყო. ირაკლი რუხაძის სახელი ფიგურირებს "მასტროში" მიმდინარე პროცესებში, ცნობილია, რომ ძმებ გაჩეჩილაძეებს"მაესტროში" წილების შესაძენად თანხა, მათივე სწორედ ირაკლი რუხაძემ ასესხა.
ტელეკომპანია "იმედში" მიმდინარე პროცესებს აფასებს ჟურნალისტი ინგა გრიგოლიაც. ტელეწამყვანი აცხადებს, რომ თავის დროზე ის სწორედ ირაკლი რუხაძის ბრძანებით "გამოაგდეს" სამსხურიდან.
"მე რომ გამომაგდეს და ვთქვი,ირაკლი რუხაძის გადაწყვეტილება იყოთქო-არაო,რა შუაშია ,,იმედთან,, რუხაძეო....შალვა რომ გამოაგდეს და იმან თქვა რუხაძის გადაწყვეტილება იყოო, იმასაც მოაყოლა ,,იმედის ,,მენეჯმენტმა გააპროტესტა, რუხაძე საერთოდ არ ერევა ტელევიზიის საქმეებშიო და ეხლა მთლად რუხაძე რომ დაინიშნა (ოფიციალურად,თორემ სულ ეგ მართავდა ტელევიზიას და ძაანაც ერეოდა) ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, რა გამოდის? ანუ მე მართალი ვყოფილვარ ხო?"- აღნიშნავს გრიგოლია.
ჟურნალისტის ინფორმაციით კიდევ სხვა ცვლილებებიც იქნება ტელევიზიაში.
მასალის გამოყენების პირობები






