"ისინი არსად გარბიან, მათ ევროპა ახალი აღმოჩენებისკენ მიჰყავთ"- ზურაბ ჭიაბერაშვილი დიდ ბრიტანეთზე
პოლიტიკა - 13:47, 24 Jun, 2016     2555
ქართველი პოლიტიკოსი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით უზარმაზარ პატივისცემას იმსახურებს ბრიტანელი ხალხის გამბედაობა და სიმამაცე, რომლებსაც შეუძლიათ ყველაზე თამამი გადაწყვეტილებები მიიღონ, სამყაროს თამაშის ახალი წესები შესთავაზონ:
"თუკი მიგვაჩნია, რომ სამყარო, როგორიც ის დღეს არის, უფრო უკეთესია, ვიდრე იყო 200, 400 ან 800 წლის წინათ, ამაში ანგლო-საქსების დამსახურება უპირველესი და უდიდესია. 1215 წლიდან მოყოლებული, როდესაც "თავისუფლებათა დიდი ქარტია" (Magna Carta) შედგა, კუნძული მაგალითის მიმცემია დანარჩენი მსოფლიოსათვის. იგი იყო და რჩება თავისუფლების სიმბოლოდ, სადაც ხალხი წყვეტს თავის მომავალს; სადაც დემოკრატია უბრალოდ არჩევნების ჩატარება არაა; სადაც არასოდეს შეშინებიათ ყველაზე გაურკვეველი მომავლისაც კი. ბრიტანელების არჩევანი შეიძლება გაირჩეს პოლიტიკურად, ეკონომიკურად, გაკეთდეს პროგნოზები, გამოითქვას ვარაუდები. რეფერენდუმის შედეგების შეფასებაც ამის მიხედვით მოხდება და ეს დროის საქმეა. რაშიც უზარმაზარ პატივისცემას იმსახურებს ეს ხალხი, არის გამბედაობა და სიმამაცე, ყველაზე ღრმა და უკიდეგანო ზღვაში შეცურონ, ყველაზე თამამი გადაწყვეტილებები მიიღონ, სამყაროს თამაშის ახალი წესები შესთავაზონ. ისინი არსად გარბიან. მათ ევროპა ახალი აღმოჩენებისკენ მიჰყავთ. დიდება თავისუფლებას!"- წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42