,,Brexit მოხდა, რაც ასეა, ანუ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა, ეს ასუსტებს არა მხოლოდ თვითონ დიდ ბრიტანეთს, მის გავლენასა და ერთიანი ევროპის იდეას, არამედ ხაზ უსვამს, თუ როგორი სუსტია დემოკრატია ქსენოფობი, სულმოკლე, ტოქსიკური, ეგოისტი და დემაგოგი პოლიტიკოსების წინაშე, რომელთაც მთელი ერების ცდუნება შეუძლიათ.
ცხადია, ამ ფაქტს პუტინი და სხვა არათავისუფალი სახელმწიფოების მეთაურები თავისუფალი სამყაროს რღვევის ნიშნად გაასაღებენ, რასაც სინამდილესთან კავშირი არ აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, მსოფლიოს დიდი და ნეგატიურ კატაკლიზმებთან მაინც აახლოვებს.
ჩერჩილი, ჟან მონე, კონრად ადენაუერი და სხვა დიდი ევროპელი ვიზიოერები ალბათ საფლავებში ბრუნავენ. თუმცა, ხანდახან სისტემის სისუსტეების გამოაშკარავების საუკეთესო გზა ამგვარი მძიმე შეცდომების დაშვებაზე გადის” -წერს რურუა.
მასალის გამოყენების პირობები






