თბილისი „რაგბი ევროპის“ 96-ე გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს
პოლიტიკა - 12:21, 24 Jun, 2016     1270

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „რაგბი ევროპის“ 96-ე გენერალური ასამბლეის გახსნას დაესწრო და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. მან იმედი გამოთქვა, რომ „რაგბი ევროპის“ გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რაგბის განვითარების საქმეში. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ქართული რაგბის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ქართველ მორაგბეებს საქართველოს სახელის დაცვისთვის.
"რაგბის აქვს უდიდესი მხარდაჭერა საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან. წლების განმავლობაში ამ მხარდაჭერის შედეგად და უფრო მეტად უდიდესი პატრიოტიზმის შედეგად, სახელმწიფოს, რაგბის კავშირის და კერძო სექტორის ხელშეწყობით, აშენდა ძალიან მნიშვნელოვანი რაგბის ინფრასტრუქტურა საქართველოში. მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო „ფონდი ქართუს“ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. 16 სტადიონის აშენება და რეაბილიტაცია მოხდა და 85 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის. და როგორც ბატონმა ოქტავიან მორარიუსმა აღნიშნა, მართლაცდა საქართველო გახდა რაგბის ქვეყანა. ყველაზე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ მორაგბეებს, რომლებმაც ურთულეს წლებში, ურთულეს პირობებში შეძლეს, რომ საქართველოს სახელი დაეცვათ საერთაშორისო მასშტაბით. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო გასული წლის გაეროს გენერალური ასამბლეა ნიუ-იორკში, როდესაც მე ნათლად დავინახე, რომ პატარა რაგბის ქვეყნების მხრიდან იგრძნობოდა უდიდესი მხარდაჭერა საქართველოსთან მიმართებაში და საქართველოს ყველა აღიქვამდა, როგორც რაგბის ქვეყანას,” - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო სიამოვნებით უმასპინძლებს 2017 წელს 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული.

„მინდა დიდი სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვმასპინძლობთ 2017 წელს 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს და გამოვთქვა ჩვენი მზაობა – უმაღლეს დონეზე გავუკეთოთ ორგანიზება ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას რაგბის თითოეულ მესვეურს, გულშემატკივარს და სახელმწიფოს მხრიდან აღგითქვამთ სრულ მხარდაჭერას,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

გამოსვლის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ბორჯღალოსნებს“ ფიჯის ნაკრებთან გამარჯვება მიულოცა.

„რაგბი ევროპის“ 96-ე გენერალურ ასამბლეას, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, "რაგბი ევროპის" პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუსი და სხვადასხვა ქვეყნის 75 დელეგატი ესწრებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42