საპარლამენტო იმუნიტეტი არ არის ერთგვარი ფარი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში- მანანა კობახიძე
პოლიტიკა - 10:35, 24 Jun, 2016     1868
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საპარლამენტო იმუნინეტის თემაზე სიტყვით გამოვიდა.

მანანა კობახიძის განცხადებით, თანამედროვე მსოფლიოში იმუნიტეტი იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ-სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც პარლამენტის წევრის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და მასზე პოლიტიკური ზემოქმედების შესაძლებლობის შემცირებას ემსახურება.

„ჩვენი სახელმწიფოების კონსტიტუციური პრაქტიკისა და მარეგულირებელი ნორმების ანალიზის საფუძველზე, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისთვის საჭირო სტანდარტის კიდევ უფრო დასახვეწად აუცილებელია მოხდეს აზრთა გაცვლა“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.

„დოკუმენტში საუბარია, რომ 2014 წლის აპრილში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილება პარლამენტის ერთ-ერთი ოპოზიციონერი წევრის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას წარმოადგენდა და მისი იმუნიტეტის შესუსტებაზე ორიენტირდებოდა. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ აღნიშნული ინფორმაცია აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ზემოთქმული შესწორებები ერთადერთ მიზანს - კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას ემსახურებოდა“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, სადეპუტატო იმუნიტეტის საკითხთან დაკავშირებით, ქართულ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები დეტალურად გააცნო.

„მეტი კონკრეტიზაციისთვის გეტყვით, რომ 2004 წლის აპრილში, საქართველოს კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნა სადეპუტატო იმუნიტეტის ის კომპონენტი, რაც პარლამენტის წევრის სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, პარლამენტის წინასწარი თანხმობის ვალდებულებას ეხებოდა. მაშინ ანალოგიური ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაშიც განხორციელდა. თუმცა, მოგვიანებით, 2010 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ, კონსტიტუციურ დებულებებთან წინააღმდეგობის მიუხედავად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ჩანაწერი კვლავ აღადგინა. აღნიშნული ჩანაწერი საპარლამენტო იმუნიტეტის იმგვარ ფარგლებს ადგენდა, როგორიც კონსტიტუციაში უკვე აღარ იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა საკანონმდებლო კოლიზიას“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მოყვანილი რეტროსპექტივა მკაფიოდ წარმოაჩენს საქართველოს ხელისუფლების რეალურ მოტივაციას 2014 წლის შესწორებების განხორციელებისას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო აღარ არის ისეთი ტიპის ქვეყანა, სადაც საკანონმდებლო ცვლილებები ნებისმიერი მოქალაქის და მით უმეტეს, დეპუტატის დევნის ინსტრუმენტად შეიძლება იქნეს გამოყენებული.

„ჩვენ დღეს ვაშენებთ თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელშიც დაცული და გარანტირებულია ადამიანის უფლებები. საპარლამენტო იმუნიტეტი არ არის მხოლოდ პრივილეგია და არც ერთგვარი ფარი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. პირიქით, ჩვენ ჩვენი სტატუსი გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე, რომ ვიყოთ განსაკუთრებით კანონმორჩილი, სამაგალითო მოქალაქეები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42