მიხეილ ჯანელიძის თქმით, ეს შეთანხმება უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი შემდგომი ნაბიჯია, მით უფრო იმ ფონზე, რომ საქართველო ცდილობს გახდეს ევროპისთვის უსაფრთხოების პროვაიდერი და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა მისიებში, როგორც რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორი.
“ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაძლიერებთ ევროპასთან ჩვენს კავშირებს და, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით მომდევნო ნაბიჯს, ანუ ვიზა ლიბერალიზაციას“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ხელმოწერის დასრულების შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
მასალის გამოყენების პირობები






