პრეზიდენტი საპატიმროში მყოფი ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა მდგომრეობით დაინტერესდა
პოლიტიკა - 19:43, 23 Jun, 2016     2420
გიორგი მარგველაშვილი პენიტენციარულ დაწესებულებებში მყოფი ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მდგომარეობით დაინტერესდა და მინისტრისაგან მიიღო დეტალური ინფორმაცია, როგორ არის დაცული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით მათი კონსტიტუციური და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები.

პრეზიდენტისა და მინისტრის შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ესწრებოდა.

როგორც კახა კოჟორიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან დაკავშირებით მაღალი ინტერესი არსებობს.

„პრეზიდენტმა, სწორედ, ამ საკითხის მაღალი სენსიტიურობიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ უშუალოდ მინისტრისაგან მიეღო ინფორმაცია, სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით მათი კონსტიტუციური და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების შესახებ. პრეზიდენტმა მინისტრისაგან მიიღო ინფორმაცია, რომ ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მისი განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის საბაბი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადება გახდა, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტს საკითხით დაინტერესებისაკენ მოუწოდეს.

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა განაცხადა, დღეის მდგომარეობით, ყველა პატიმრის, მათ შორის, ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები გარანტირებულია ჩვენს დაწესებულებებში.

„ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი პირობებით. ამას არაერთხელ გაუსვა ხაზი ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა, რომელთა უფლებამოსილების ფარგლებშიც პენიტენციარული დაწესებულებების შემოწმება შედის”, - აღნიშნა კახიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42