საბჭო იმუშავებს საქართველოში უცხოელი ტურისტების მოზიდვისა და შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის. მისი საქმიანობის ძირითადი მიზანი იქნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს მარკეტინგული და საპრომოციო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია, ხოლო ქვეყნის ფარგლებში, ტურისტულად მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხილვა-დაგეგმვის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფა.
საბჭო განიხილავს ინფორმაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ მიზნობრივი ტურისტული ბაზრების, მარკეტინგული არხების, საშუალებებისა და ასეთი აქტივობებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის შესახებ, კოორდინაციას გაუწევს ქვეყნის შიგნით ჩასატარებელი ტურისტული და კულტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას, შეიმუშავებს საქართველოსთვის ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების კალენდარს.
საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები






