,,საქართველოს რკინიგზა“ შტადლერის 2-სართულიან მატარებელზე დეტალურ განმარტებას აკეთებს
პოლიტიკა - 18:00, 23 Jun, 2016     12111
,,საქართველოს რკინიგზა“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და შტადლერის 2-სართულიან მატარებელთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ,,აქართველოს რკინიგზა“ ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მატარებელი გვირაბში ვერ ეტევა, სიცრუეს და საქართველოს რკინიგზის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას უწოდებს.

,,ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების გარკვეეული ნაწილის მხრიდან, სხვადასხვა მედიასაშუალებებისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით, მიმდინარეობს „საქართველოს რკინიგზის“ მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა. „აღშფოთებული“ ადამიანების მხრიდან მუდმივად ისმის ცილისმწამებლური და სრულიად უსაფუძვლო განცხადებები იმ სიახლის შესახებ, რაც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ორსართულიანი ელექტრომატარებლის შემოყვანას უკავშირედება.

გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ პატრიოტული სულისკვეთებით „აღგზნებულ“ ოპონენტებს, რომ მათთვის სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის უდიდესი მხარდაჭერითა და საქართველოს რკინიგზის დიდი მონდომებით, შვეიცარული კომპანია „Stadler Bussnang AG“-ის ელექტრომატარებელი მგზავრთა კომფორტულ გადაყვანას შავი ზღვის მიმართულებით აუცილებლად განახორციელებს. ოთხი, ახალი მატარებელი, აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით, რომლებიც ყველა სტანდარტის მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში. მატარებლის ტექნიკური მონაცემები სრულად შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს. ამასთან, სრულად აკმაყოფილებს საქართველოს რკინიგზის მოქმედ გაბარიტებს. ლიანდაგის სიგანე, რომელზეც მატარებელია გათვლილი 1520 მმ-ია. ელექტრომატარებლის სიგრძე 101,7მ ხოლო სიგანე 3400 მეტრია. ახალი ელექტრომატარებლის სიმაღლე 5240 მილიმეტრს შეადგენს და 400 მგზავრზეა გათვლილი. ტექნიკური მოთხოვნების შესამუშავებლად კი საქართველოს რკინიგზამ Deutsche Bahn-ის ექსპერტების მომსახურებით ისარგებლა. ტექნიკურ პარამეტრებზე გერმანელ სპეციალისტებთან ერთად ქართული მხარეც მუშაობდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Stadler Kiss მოდელის მატარებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზეა გათვლილი. მათთვის მატარებელში ფუნქციონირებს ლიფტები და სველი წერტილები. გარდა ამისა, საპირფარეშოში ჩვილბავშვთა მოვლისათვის საჭირო სპეციალური მაგიდაა განთავსებული. Stadler Kiss მოდელის მატარებელი ევროპის ყველაზე მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. აღნიშნული მოდელის მატარებელი შვეიცარიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში კურსირებს. დღიდან ექსპლუატაციაში შესვლისა, (1890 წელი) 1972 წლამდე, წიფის გვირაბი განკუთვნილი იყო ერთლიანდაგიანი სარკინიგზო მოძრაობისთვის. 1972 წლიდან წიფის გვირაბში ჩატარდა რეკონსტრუქცია და დაემატა მეორე ლიანდაგი. რეკონსტრუქციის შემდეგ კი, გამომდინარე გვირაბის კონფიგურაციიდან, ურთიერთსაპირისპიროდ მოძრავი სამგზავრო ელექტრომატარებლების შეხვედრა გვირაბში არ ხდება. გამონაკლისი არც შტადლერის მატარებელი იქნება. რაც შეეხება სიჩქარეს, რთული რელიეფის და მცირერადიუსიანი მრუდების გათვალისწინებით, იგი მთელს უღელტეხილის უბანზე შეადგენს 50 კმ/სთს ყველა სამგზავრო მატარებლისთვის და ამ შემთხვევაშიც, შტადლერის მატარებელის ფაქტორი არაფერშუაშია.

კიდევ ერთხელ შევახსენებთ განცხადების ავტორებს, რომ შტადლერის მატარებელი სრულად აკმაყოფილებს 1520 სივრცეში მოქმედ გაბარიტის მოთხოვნებს და შესაბამისობაშია საქართელოს რკინიგზის ინფრასტრუქტურასთან (მათ შორის, საკონტაქტო ხაზის მახასიათებლებთან) რომელზეც მუდმივად მიმდინარეობს მოვლა-შენახვისა და რემონტის გეგმიური სამუშაოები“ - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42