,,თავისუფალი დემოკრატებმა“ განათლების ხედვის პრეზენტაცია გამართეს
პოლიტიკა - 16:28, 23 Jun, 2016     793
დღეს, სასტუმრო ‘’რუმს ჰოტელ თბილისში’’ ,,თავისუფალი დემოკრატებმა“ განათლების ხედვის პრეზენტაცია გამართეს.

შეხვედრა ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გახსნა და მომხსენებლები ზაზა ფირალიშვილი - ფილოსოფიის დოქტორი და პროფესორი, ქეთევან ენუქიძე - მკვლევარი და პუბლიცისტი და ალუდა გოგლიჩიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე წარადგინა.

პრეზენტაციაზე მომხსენებლებმა წარმოადგინეს განათლების სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევები, განსხვავებული მიდგომები და მომავლის ხედვა.

,,თავისუფალი დემოკრატები“- ს განათლების პლატფორმის მიზანი და სამი მთავარი გზავნილია :

1. ჩვენ ავამოქმედებთ განათლების სისტემას, რომელიც დაეხმარება ნებისმიერი ასაკის და შესაძლებლობების მოქალაქეს ღირსეულად დასაქმებაში, ხოლო ქვეყანას სწრაფი გავითარებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში...

2. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დავამკვიდრებთ ხარისხიან განათლებას! ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ექნება ხვალინდელი დღის ხედვა, უკეთესი მომავლის რწმენა და მოლოდინი.

3. განათლების რეფორმები იქნება ქმედითი, მაგრამ თანმიმდევრული და საზოგადოების მიერ გაზიარებული. პროცესები წარიმართება სისტემაში დასაქმებული ადამიანების გამოცდილებისა და საზოგადოების ნებისმიერი დაინტერესებული პირის პოტენციალის გამოყენებით.

‘’განათლება ქვეყნის განვითარებისა და თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრების წინაპირობა უნდა გახდეს. განათლების სისტემის ფუნქცია საერთოდ უნდა შეიცვალოს და ის არ უნდა იყოს მხოლოდ დიპლომებისა და ატესტატების გაცემის მექანიზმი, არამედ რეალური დასაქმების წინაპირობა და შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ჩვენ ვთლით, რომ რამდენიმე წელიწადში სულ მცირე 4%-მდე უნდა გაიზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართებაში განათლების სფეროს დაფინანსება, მაგრამ ეს უნდა იყოს გათვლილი კონკრეტული პროგრამებისთვის. არაერთი კონკრეტული პროგრამის განხორციელებას ვგეგმავთ. ეს შეეხება უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოების თემას, საზღვრისპირა, მაღალმთიან და მცირეკონტიგენტიან სკოლებს. ყველა პროგრამა საჭიროებაზე იქნება ორიენტირებული და არა პროგრამა-პროგრამისთვის. დღეს ჩვენ გვაქვს ფორმალურად პროგრამული ბიუჯეტი. განათლების სისტემა ინერციით ფუნქციონირებს. განათლების პროცესი გასულია სასწავლო აუდიტორიებიდან და ჩვენ დავაბრუნებთ სასწავლო აუდიტორიებში განათლების პროცესს“, _ განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42