საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს პაველ სოლოხს შეხვდა
პოლიტიკა - 16:12, 23 Jun, 2016     1254
გიორგი მარგველაშვილმა და პაველ სოლოხმა შეხვედრაზე რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე, ქვეყნის ევროპულ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ნატო-ს ვარშავის სამიტისათვის მზადების საკითხებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელის პაველ სოლოხის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობა ინტენსიურად და ძალიან წარმატებულად ვითარდება და უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა ამის კიდევ ერთი დასტურია.

„ვიზიტი პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს შორის არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა.

ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას უკვე მრავალწლიანი ისტორია აქვს და ერთმანეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას ეფუძნება. 2008 წელს პოლონეთის ხელისუფლების ქმედება ამის საუკეთესო მაგალითია.

ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე. სულ ცოტა ხანში ყველა ამ საკითხზე ვარშავის ნატო-ს სამიტზე ვიმსჯელებთ”, - განაცხადა პაველ სოლოხმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პოლონეთი უპირობოდ მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსისაკენ სწრაფვას.

„ვფიქრობ, რომ ალიანსის ისეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორიც საქართველოა იმსახურებს ნატო-ს წევრობას და უახლოეს სამიტზე ჩვენ ამ თემას კიდევ ერთხელ წამოვწევთ. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. დარწმუნებული ვარ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ამ ორი მიზნის მიღწევა დადებითად აისახება, როგორც პოლონეთის უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებაზე, ასევე, მთლიანად, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე.

ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების გატარების თვალსაზრისით და იმედი გვაქვს, რომ საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობა, მათ შორის, გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში კიდევ უფრო გაღრმავდება”, - აღნიშნა პაველ სოლოხმა.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრამდე პაველ სოლოხი ქართველ კოლეგას, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ირინე იმერლიშვილს შეხვდა.

როგორც ირინე იმერლიშვილმა განაცხადა, საქართველოს და პოლონეთის ეროვნული უშიშროების სტრუქტურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.

„ორი წელია ჩვენს სტურქტურებს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ. ეს ძალიან კარგი მესიჯია საქართველოსთვის ვარშავის სამიტის წინ და უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, სწორედ პოლონეთის უშიშროების საბჭოს ბიუროს ხელმძღვანელის ვიზიტი და მისი მხარდაჭერა”, - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42