აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის ერთობლივი განცხადება
პოლიტიკა - 15:28, 23 Jun, 2016     1151
21 ივნისს, თბილისში, გაიმართა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მიმოხილულ იქნა 2015 წელს, ქ. ვაშინგტონში ჩატარებული სამუშაო ჯგუფის მიერ დასახული მიზნების შესრულების პროგრესი. ორივე მხარემ დაადასტურა ძლიერი, დეპოლიტიზირებული სახელისუფლებლო ინსტიტუტებისა და გამჭირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის მნიშვნელობა. აშშ-ს მხარე მიესალმა რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ღია, პლურალისტური და მშვიდობიანი პოლიტიკური გარემო მნიშვნელოვანია, რათა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს საქართველოს დემოკრატიული პროგრესის ნათელი მაგალითი.

აშშ-მა და საქართველომ იმსჯელეს პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის თანასწორი და კონკურენტული პირობების შექმნის გზებზე, ეთიკური მმართველობისა და საარჩევნო ადმინისტრირების გაუმჯობესების, აგრეთვე, თავისუფალი და ღია მედია გარემოს უზრუნველყოფის მეშვეობით. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა პოლიტიკური ძალადობისა და დაშინების აღკვეთისკენ მიმართულ ძალისხმევას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან. მხარეებმა ხაზი გაუსვეს პრემიერ-მინისტრის განცხადების უაღრესად დიდ მნიშვნელობას, რომლითაც მან თავისუფალი, სამართლიანი და სტაბილური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, პოლიტიკურ პარტიებს ქცევის კოდექსის მიღებისკენ მოუწოდა. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან არჩევნების შემდეგ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მნიშვნელობას.

ორივე მხარემ დაადასტურა ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობის მნიშვნელობა. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა მართლმსაჯულების სფეროში, განსაკუთრებით მთავარ პროკურატურაში მიმდინარე რეფორმებს და მთავარი პროკურორის მიერ რეფორმების დღის წესრიგის სრულ მხარდაჭერას. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართულ მხარის ძალისხმევას, გააგრძელოს მუშაობა აღნიშნულ საკვანძო სფეროებში, გააღრმავოს რეფორმები როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკული კუთხით, რათა სამთავრობო შტოებში, მათ შორის, შსს-ში, გაძლიერდეს ურთიერთკონტროლისა და დაბალანსების მექანიზმი. აშშ-მა მოიწონა საქართველოს მიერ მოწმეთა ნებაყოფლობითი დაკითხვის სისტემის დანერგვა და მოუწოდა აღნიშნული მექანიზმის დროული გავრცელებისაკენ სისხლის სამართლის ყველა საქმეზე. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ დამატებითი რეფორმების განხორციელება გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების მიღწევას. აშშ-მა დაადასტურა თავისი მხარდაჭერა და შესაბამისი დახმარების გაწევის მზაობა აღნიშნული მიზნების მიღწევაში.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს პროფესიონალური საჯარო სექტორის მნიშვნელობას. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა საქართველოს მცდელობებს, გააუმჯობესოს საჯარო სამსახურის შესაძლებლობები და შეამციროს საქართველოს საჯარო მოხელეთა პოლიტიზირება ახალი კანონმდებლობის მეშვეობით, რომელიც 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება. სამუშაო ჯგუფი აგრეთვე მიესალმა ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს.

საქართველოს მხარეს, რომელიც წარმოდგენილი იყო ფართო უწყებათაშორისი დელეგაციით, ხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. აშშ-ის მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იყვნენ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე რობ ბერშინსკი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია, სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ს დახმარების კოორდინატორი ალინა რომანოვსკი და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის უცხო ქვეყნების საპროკურორო საქმიანობის განვითარების დახმარებისა და ტრენინგის ოფისის ევრაზიის რეგიონული დირექტორი ქეთრინ ნიუკომბი.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ფართო და გაღრმავებული თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტიზაციის უმთავრეს მექანიზმს. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პრიორიტეტული სფეროების შესაბამისად, კომისია მოიცავს ოთხ ორმხრივ სამუშაო ჯგუფს: დემოკრატია და მმართველობა; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები. დამატებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ: http://www.state.gov/p/eur/ci/gg/usgeorgiacommission/index.htm.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42