რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 15:05, 23 Jun, 2016     1998
თბილისის სააპელაციო სასამართლო ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება . სასამართლოს განცხადებას "ნიუპოსტ" უცვლელად გთავაზობთ:

"სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ვალდებულია მოამზადოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებისთვის გადასაცემად. აღნიშნული ვალდებულება სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ შეასრულა 12 დღის ვადაში, რითაც სრულად დაიცვა კანონის მითითებული მოთხოვნა.

2591-ე მუხლი, რომელზეც მხარის მიერ ხდება მითითება, წარმოადგენს სპეციალურ მუხლს, სადაც განსაზღვრულია მხარის მხოლოდ ვალდებულება გამოცხადდეს სასამართლოში არაუადრეს 21 და არაუგვიანეს 30 დღისა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად და თუ იგი თავს აარიდებს ამ მოვალეობას გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად და დაიწყება ვადის ათვლა 30 დღიდან. 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმპერატიულად ადგენს თუ რა კატეგორიის მხარეებთან მიმართებაშია ვალდებული სასამართლო გაუგზავნოს სასამართლო გადაწყვეტილება, რაც არანაირად არ გამორიცხავს სასამართლოს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ გაუგზავნოს ნებისმიერ სხვა მხარეს, მით უფრო თუ იგი 21 დღეზე ადრე იქნა მომზადებული. ამასთან, კანონში არ არსებობს ამკრძალავი ნორმა, რომელიც მოსამართლეს უზღუდავს უფლებას გაუგზავნოს კორესპონდენციები მხარეებს მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილება.

განსაკუთრებით გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა კანონით განსაზღვრულია 21 დღით და მისი დინება იწყება გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან ან იმ მომენტიდან, როდესაც მოსამართლე გამოაცხადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და ამას ესწრება მხარე. ორივე შემთხვევაში ფუნდამენტალური ღირებულებაა მხარეს ჰქონდეს 21 დღე მას შემდეგ, როდესაც დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გაეცნობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დარღვეულა. შესაბამისად აბსურდულია იმის მტკიცება, რომ მხარეებს გასაჩივრების ვადის დინება ეწყებათ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, მაშინ როდესაც დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მათ აქვთ 21 დღე, რაც შეიძლება მოსამართლის დისკრეციით განხორციელდეს საქმის განხილვის დასრულებიდან ნებისმიერ გონივრულ დროს და აქედან დაიწყოს ვადის ათვლა.
რაც შეეხება 70-78 მუხლებით დადგენილ წესს, გვინდა საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ ტელეკომპანია ,,საქართველო“ არ იმყოფებოდა საქმეში მითითებულ მისამართზე; მისმა ყველა წარმომადგენელმა (პირადად და/ან ოფისის წარმომადგენლების მიერ) უარი განაცხადა სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებაზე, რაც 75-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 76-ე მუხლების შესაბამისად ითვლება არასაპატიოდ და/ან წარმოადგენს უარის თქმას.
ასევე აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მართლმსაჯულების ეფექტურობას და ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს კანონით განსაზღვრულ ვადებში და არ აჭიანურებს პროცესს, ფასდება ყოველთვის სასამართლოს პოზიტივად და სრულიად უსაფუძვლოა იმის მცდელობა, რომ აღნიშნული შეფასდეს, როგორც სასამართლოს გაუმართლებელი ქმედება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მოქმედებდა საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით და ყოველგვარი საუბარი, რომ სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის ქმედება გასულია კანონის ჩარჩოებიდან, არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად ისახავს სასამართლოს დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. "- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი სააპელაციო სასამართლოს მიერ ტელეკომპანიისთვის გამოგზავნილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გუშინ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სასამართლომ კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42