საქმე ეხება სამოქალაქო პლატფორმა ”ახალი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელის გივი კუბლაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "საქართველოს რკინიგზის” მიერ 40 მილიონ ევროდ შეძენილ “Stadler”-ის ფირმის ორსართულიანი სამგზავრო მატარებლებისთვის დეპო მზად არ არის და ის არცერთ გვირაბში არ ეტევა".
როგორც "ნიუპოსტს" უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, ახალი მატარებლები ჯერ საქართველოში შემოყვანილი არც არის. ორსართულიანი მატარებლები ბათუმის მიმართულებით რეისებს ივლისის ბოლოდან შეასრულებენ.
ცაგურიას თქმით, „როდესაც მატარებელი გვირაბში გაივლის ვაშაძეს პირადად მოუწევს ტყუილის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდა".
"მატარებლის ტექნიკური მონაცემები სრულად შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს. ამასთან, სრულად აკმაყოფილებს საქართველოს რკინიგზის მოქმედ გაბარიტებს, შესაბამისად, ვაშაძის პარტიის განცხადება არის საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა და დიდი ტყუილი " - აღნიშნა რკინიგზის პრესსამსახურმა.
მასალის გამოყენების პირობები






