,,40 მილიონ ევროდ შეძენილი 2-სართულიანი მატარებელი არცერთ გვირაბში არ ეტევა“ - ვაშაძის პარტია საქართველოს რკინიგზას აკრიტიკებს
პოლიტიკა - 14:14, 23 Jun, 2016     58449
”საქართველოს რკინიგზის” მიერ 40 მილიონ ევროდ შეძენილ “Stadler”-ის ფირმის ორსართულიანი სამგზავრო მატარებლებისთვის დეპო მზად არ არის და ის არცერთ გვირაბში არ ეტევა - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმა ”ახალი საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე ისაუბრა.

”როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ”საქართველოს რკინიგზამ”, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება გააფორმა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით და ავანსის თანხა გადარიცხა, დაიწყეს იმის კვლევა თუ რამდენად შეძლებდა მატარებელი წიფის გვირაბში გავლას, ამისათვის აეგო სპეციალური მაკეტი და დადგინდა შემდეგი: როგორც რკინიგზელებთან კონსულტაციით დადგინდა, გვირაბში გავლას ერთდროულად ორი მატარებელი ვერ შეძლებს და გვირაბის მონაკვეთზე მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/საათს; აღნიშნული მატარებლებისთვის დეპო არ არის მზად და საჭიროებს რეკონსტრუქციას; 2016 წლის 9 ივნისს, შ.პ.ს. „კანო“-სთან დადებული ხელშეკრულებით უნდა მოხდეს ურეკის ვაგზალზე ბაქანის რეკონსტრუქცია, რათა მგზავრმა შეძლოს მატარებლიდან ჩამოსვლა. მთელი რიგი პრობლემებიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ ”საქართველოს რკინიგზამ”, აღნიშნული მატარებლების შეძენა მხოლოდ რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების გამო გადაწყვიტა, რადგან აღნიშნული მატარებლები დამზადებული იყო „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან მგზავრების მოსკოვის ცენტრამდე ტრანსპორტირებისთვის, რუსეთმა ვეღარ შეძლო საჭირო თანხის გადახდა და დამზადებული 8 მატარებლიდან 4 საქართველომ წამოიყვანა, ხოლო 4 აზერბაიჯანმა"- განაცხადა კუბლაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42