საქართველოსა და არგენტინის იუსტიციის მინისტრები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
პოლიტიკა - 13:16, 23 Jun, 2016     1078

თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში არგენტინაში, ბუენოს აირესში, არგენტინელ კოლეგა ხერმან გარავანოს შეხვდა. საქართველოსა და არგენტინის იუსტიციის სამინისტროების პირველი პირები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ. არგენტინის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრმა ქართველი კოლეგა სამინისტროში მიიღო და განაცხადა, რომ იუსტიციის სფეროში საქართველოს პროგრესით პოზიტიურად გაოცებულია და ამ გამოცდილების გაზიარება სურს. „არგენტინას ახალი მთავრობა ჰყავს და იუსტიციის სამინისტროც მთავრობასთან ერთად ცდილობს, ახალი, პროგრესული პროცესის დაწყებას ყველა მიმართულებით. სამართლებრივი რეფორმები, მათ შორის, სისხლის სამართლის სფეროში თქვენ მიერ გატარებული რეფორმები, ასევე, სერვისების მიწოდება იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით ძალიან შთამბეჭდავია ჩვენთვის. მოგიწვიეთ, რათა თანამშრომლობის ფორმატზე შევთანხმდეთ და საქართველოს, როგორც იუსტიციის სფეროში წარმატებული მოდელის, გამოცდილება გავიზიაროთ“, − აღნიშნა ხერმან გარავანომ.

თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოსა და არგენტინის იუსტიციის მინისტრებს არასდროს ჰქონიათ ორმხრივი შეხვედრა და გამოთქვა იმედი, რომ ის სამაგალითო პარტნიორობა, რაც ორ ქვეყანას შორისაა, იუსტიციის სფეროშიც აისახება. „მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო არგენტინის მთავრობას იმისათვის, რომ ყველა ფორუმზე მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს 20 პროცენტი ისევ ოკუპირებულია, თუმცა, ჩვენ ამ პირობებშიც ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებასა და განვითარებას. ვქმნით კანონებს ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის და ცხადია, ვაშენებთ ინფრასტრუქტურას, ეს კი ერთიანობაში ქვეყნის წინსვლის გარანტიაა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. მინისტრის თქმით, საქართველოში მიმდინარეობს სასამართლოს რეფორმა; განხორციელდა პროკურატურის რეფორმა, რომლის შედეგადაც იუსტიციის მინისტრი აღარ არის გენერალური პროკურორი; განხორციელდა სისხლის საპროცესო და მატერიალური კოდექსის რეფორმა; მომზადდა და ძალაში შევიდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, მიმდინარეობს მუშაობა ქუჩაში ბავშვთა უფლებების დაცვისთვის. მინისტრმა არგენტინელი კოლეგა საპასუხო ვიზიტით მოიწვია საქართველოში, რათა უწყებებს შორის თანამშრომლობა ოფიციალურად გაფორმდეს. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო თავის გამოცდილებას გაუზიარებს არგენტინას სისხლის სამართლის კოდექსის, სერვისების მიწოდების, ანტიკორუფციული საქმიანობის, ღია მმართველობის შესახებ; საქართველო კი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროგრამებით და, ასევე, ელექტრონული არჩევნების მოდელით დაინტერესდება, რომელიც არგენტინის დედაქალაქში გასულ წელს პირველად ჩატარდა. ამ და სხვა თემებზე თანამშრომლობის მემორანდუმი მომზადდება, მოგვიანებით კი სამინისტროები თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებენ. დღესვე იუსტიციის სამინისტროში მინისტრმა ექსპერტებს სამართლის სფეროში განხორციელებული რეფორმების, ღია მმართველობაში მიღწეული წარმატების და საჯარო სერვისების გაცემის თაობაზე ქართული გამოცდილების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42