,,სასამართლოს ქმედება უპრეცედენტოა და შეფოთებას იწვევს“ - ,,საერთაშორისო გამჭირვალობა“ რ2-ის საქმეზე
პოლიტიკა - 13:14, 23 Jun, 2016     1344
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ რუსთავი 2ის სასამართლო დავის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავზობთ:

,,შეშფოთებას გამოვთქვამთ, 22 ივნისს „რუსთავის 2“-ის სასამართლო დავის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც აღნიშნული პროცესში პოლიტიკური ინტერესისა და გავლენის არსებობაზე მიუთითებენ. კერძოდ, საუბარია სასამართლოს მიერ პროცესის მიზანმიმართულად დაჩქარებაზე, რომლის შედეგს, „რუსთავის 2“-ისათვის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების საერთო ვადის შემცირება წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით, დაჩქარებული წესით ტელეკომპანიის საქმის გადაწყვეტილება ფოსტით გაუგზავნა მხარეებს, მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების ჩაბარება არ არის სასამართლოს ვალდებულება და ის თავად მხარემ სასამართლოში მისვლის გზით უნდა ჩაიბაროს. სასამართლოს ამგვარი ქმედება შესაძლოა ემსახურებოდეს მხარის შესაძლებლობის შეზღუდვას მაქსიმალურად გამოიყენოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება და გადაწყვეტილების გასაჩივრება ვადის სრულად გამოყენების შემდგომ მოახდინოს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ქმედებით სააპელაციო სასამართლოს „რუსთავის 2“-ს შესაძლებელზე 18 დღით ნაკლები ვადა განესაზღვრა გადაწყვეტილების უზენაესს სასამართლოში გასაჩივრებისთვის.

მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების საკითხს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე პრიმა მუხლი არეგულირებს, რომლის თანახმად: “თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.”

კანონმდებლობის მიხედვით, მხარეთა უფლებაა სრულად გამოიყენონ მოცემული ვადა, და გადაწყვეტილება 20-დან 30 დღემდე პერიოდის განმავლობაში, მათ შორის 30-ე დღეს ჩაიბარონ. „რუსთავის 2“--ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ასევე ძმები ყარამანაშვილების, და ტელეკომპანია “საქართველოს” ადვოკატების განცხადებით, მათი მხარე სწორედ ამას გეგმავდა, რათა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების 21 დღიანი ვადის ათვლა რაც შეიძლება გვიან დაწყებულიყო.

სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ასეთ მოკლე ვადაში გადაწყვეტილების დასაბუთების მომზადება და ამ გადაწყვეტილების პროაქტიულად ჩაბარება უპრეცედნტო ფაქტია. სასამართლოს ასეთი ქმედება არც ერთ სხვა საქმეზე არ განუხორციელებია. ამ, და განსაკუთრებით პირველ ინსტანციაში, საქმის მოსმენისას დაფიქსირებული დარღვევების ფონზე, დასტურდება ეჭვი სასამართლოს საქმიანობაზე შესაძლო პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით, რაც, მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში, ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. წინასაარჩევნოდ, ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხის გარშემო მოვლენათა ისეთი განვითარება, რომელმაც შესაძლოა შედეგად მოიტანოს მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, დააზიანებს ქვეყანაში პლურალისტულ მედია გარემოს და დემოკრატიის ხარისხს” - ნათქვამია ორგანზიაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42