საქართველოს პრემიერ-მინისტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის დაკავებისთვის მადლობას უხდის.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტური ღონისძიების შედეგად, სავარაუდო დამნაშავე დააკავა.
“მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტური ღონისძიებისათვის, როდესაც მოხდა სავარაუდო დამნაშავის დაკავება. ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ძალიან ეფექტურად, სამი დღე-ღამის განმავლობში ფაქტობრივად მთელი სამინისტრო მუშაობდა განუწყვეტელ რეჟიმში და ძალიან ეფექტური ღონისძიების შედეგად მოხდა სავარაუდო დამნაშავის დაკავება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ქვეყნის პრემიერი მიიჩნევს, რომ სპეციალური გამოძების წარმართვაა საჭირო იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ როგორ მოხვდა გერლიანი საქართველოს ტერიტორიაზე:
“გასარკვევია საიდან მოხდა შემოსვლა, როგრო მოხდა ამის ხელშეწყობა და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, რაც ვფიქრობ, რომ ყველა ამ კითხვას პასუხი გაეცეს და კიდევ ერთხელ მინდა მინისტრს გადავუხადო მადლობა ეფექტური ჩატარებული ღონისძიებისათვის”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






