პაატა ბურჭულაძემ ევროპარლამენტსა და ნატოს შტაბბინაში შეხვედრები გამართა
პოლიტიკა - 11:55, 23 Jun, 2016     1518
პაატა ბურჭულაძემ ბრიუსელში ევროპარლამენტსა და ნატოს შტაბბინაში შეხვედრები გამართა. მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი საგარეო ურთიერთობის მდივან გიორგი რუხაძესთან ერთად ნატოს შტაბ ბინაში გენერალური მდივნის თანაშემწეს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს დავიდ ჰობს და ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტ რიჩარდ ჩარნეცკის შეხვდა, შეხვედრების თემა საქართველოსთვის ვარშავის მოახლოებული სამიტი და ვიზა-ლიბერალიზაცია იყო.

„ჩვენ გვქონდა საკმაოდ საფუძვლიანი შეხვედრები ნატოს შტაბბინაში და ასევე ევროპარლამენტში. შევხვდით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს ბ-ნ დავიდ ჰობს, რომელსაც მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს კონფლიქტურ ზონებში განვითარებული მოვლენების შესახებ და ასევე ვისაუბრეთ მოახლოებულ ნატოს ვარშავის სამიტზე. შეხვედრები გვქონდა ასევე ევროპარლამენტში სადაც ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტს გავაცანით ჩვენი პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” და მისი მომავალი გეგმები. ვიცე პრეზიდენტი რიჩარდ ჩარნეცკი მიესალმება საქართველოში ახალი დემოკრატიული და პრო დასავლური ძალების გაჩენას და დაგვპირდა რომ ევროპარლამენტი არ დაიშურებს ძალისხმევას რომ კარს მომდგარი ოქტომბრის არჩევნები იყოს სამართლიანი რადგან ეს იქნება კიდევ ერთი დიდი გამოცდა საქართველოს მთავრობისთვის.“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერმა ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტ რიჩარდ ჩარნეცკისგან უვიზო მიმოსვლის გაჭიანურების კონკრეტული მიზეზები მოისმინა და მიიღო დაპირება, რომ საქართველო მალე მიიღებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ბურჭულაძემ ჩარნეცკის პოლიტიკური მოძრაობის გეგმები და კონკრეტული ხედვა გააცნო.

"პაატა ბურჭულაძის ვიზიტი ბრიუსელში იყო მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის ევროკავშირისთვის ევრო პარლამენტისთვის და ახალი პოლიტიკური პარტიისთვის. იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა სერიოზული პარტნიორები საქართველოში. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა იმ პოლიტიკურ ძალას რომლებიც იზიარებენ დასავლურ კურსს. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. საქართველოში ჩვენ ველით კარგ შედეგებს და იმედი მაქვს არჩევნებში ჩვენ ვიხილავთ პროდასავლური ძალების გამარჯვებას.“ - განაცხადა ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტმა რიჩარდ ჩარნეცკიმ.

პარტიის ლიდერები ასევე შეხვდნენ კონსერვატიული პარტიის პრეზიდენტს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს. ბრიუსელის შემდეგ სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან ნილს მუჟნიეკსთან და ევროსაბჭოს ასამბლეის გენერალურ მდივანთან ვოიჩეკ სავიცკისთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42