სამგორის რაიონის 13-მა თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა
პოლიტიკა - 11:31, 23 Jun, 2016     4813
სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა, რომლებიც თავიანთ პოზიციებზე კონკურსის წესით იყვნენ დანიშნულნი, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს, სადაც თანამდებობების დატოვება დააანონსეს.

სამგორის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების ხელმძღვანელის, ლევან თანანაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება გამგეობის თანამშრომლებმა საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის მხარდასაჭერად მიიღეს, კერძოდ კი, ისინი შიხიაშვილის საარჩევნო კამპანიაში გეგმავენ ჩართვას და არ სურთ, რომ მათი სახით, ვინმემ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს. პრესკონფერენციაზე ასევე აღინიშნა, რომ ისინი მკვეთრად ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“. „ჩვენ ვართ კონკურსის წესით დანიშნულები და არ ვართ დროებითი მოვალეობის შემსრულებლები. ვემსახურებით სამგორს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ნებით ვტოვებთ თანამდებობებს და ვუერთდებით ირაკლი შიხიაშვილის საარჩევნო კამპანიას იმიტომ, რომ ჩვენი ღია ჩართულობა საარჩევნო კამპანიაში არ ჩაეთვალოს ირაკლი შიხიაშვილს სახელისუფლებო რესურსის გამოყენებაში. ირაკლი შიხიაშვილმა მის გუნდთან ერთად დაამთავრა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა თვითმმართველობის დონეზე და ახლა დროა, რომ დაასრულოს საპარლამენტო დონეზეც და ამას დავიწყებთ სამგორიდან. გპირდებით, რომ ირაკლი შიხიაშვილი, მის გუნდთან და სამგორელებთან ერთად, ამ ყველაფერს გააკეთებს და ის დაასრულებს “ნაციონალურ მოძრაობას” და ის იქნება ღირსეული ხმა სამგორელებისთვის საქართველოს პარლამენტში. ახლა ყველანი მივდივართ გამგეობაში, რათა განცხადება დავწეროთ”, – განაცხადა თანანაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42