ორჰუსის კონვენციის მხარეთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჟენევაში
პოლიტიკა - 11:18, 23 Jun, 2016     1052

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის მაია ბითაძის თავჯდომარეობით მიმდინარეობს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ორჰუსის კონვენციის მხარეთა სამუშაო ჯგუფის მე-20 შეხვედრა ქალაქ ჟენევაში, შვეიცარიაში. აღსანიშნავია, რომ მაია ბითაძე ამავდროულად ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის და კონვენციის ბიუროს თავჯდომარეა.

შეხვედრის ფარგლებში მიმდინარეობს კონვენციის, მისი ოქმისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო) შესახებ კონვენციის ცვლილების ფარგლებში მიმდინარე ქმედებების განხილვა. შეხვედრაზე დადებითად აღინიშნა, რომ საქართველომ 2015 წლის ბოლოს მოახდინა გმო-ს შესახებ ორჰუსის კონვენციის ცვლილების რატიფიცირება, ვინაიდან ამ ქმედებით ხელს უწყობს აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლის დაჩქარებას. მაია ბითაძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ორჰუსის კონვენციის მნიშვნელობის შესახებ, რაც ბათუმის მინისტერიალზე იქნა აღნიშნული. კერძოდ, თუ რა როლი აქვს კონვენციის პრინციპების განხორციელებას ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებისა და უკეთესი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისთვის. შეხვედრაზე ევროკავშირის წარმოადგენელმა მოუწოდა დელეგატებს, გაითვალისწინონ ბათუმის მინისტერიალის შედეგები, სადაც არაერთხელ აღინიშნა ორჰუსის კონვენციის მნიშვნელობა, როგორც თანამედროვე გარემოსდაცვითი მმართველობის კუთხით უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ინტრუმენტი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევასა და მწვანე ეკონომიკის დანერგვაში. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჰუსის კონვენციის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ორჰუსის კონვენციის პრინციპების სათანადოდ აღსრულება და, ამასთან, კონვენციის მხარეთა შეხვედრისა და ბიუროს თავმჯდომარეობა ხელს უწყობს საქართველოს დადებითად წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42