„ბიძინა ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრამდე რუსთავი 2გამოირთოს,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის წევრი, ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს არჩევნები თავისუფალი მედიის გარეშე ჩაატაროს.
"ხელისუფლება ცდილობს არჩევნები ჩაატაროს თავისუფალი მედიის გარეშე. ეს არის თავისუფალი მედიასივრცის სრული გაკონტროლების პროცესი ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ხელისუფლების მხრიდან საკუთარი შიშის და მარცხის აღიარება"- თქვა ლაგაზიძემ.
თავისუფალი დემოკრატების წევრის, ნინო გოგუაძის თქმით, ხელისუფლება რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად ემზადება.
"ცხადია, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც ვერ იღებს ძალიან მარტივ საკითხებზეც კი გადაწყვეტილებას თვეების განმავლობაში, ძალიან ფორსირებულად წარმართავს პროცესებს რუსთავი 2 - ის წინააღმდეგ და ვადებსაც კი არღვევს. ფაქტია რომ ხელისუფლება ემზადება რუსთავი 2 - ის ხელში ჩასაგდებად"- აღნიშნა გოგუაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






