"წინასაარჩევნო გარემო ორიენტირებული უნდა იყოს პროგრამებზე და არა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე და შუღლზე“- დოლიძე
პოლიტიკა - 20:29, 22 Jun, 2016     1313
"საარჩევნოდ ქცევის წესებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო გარემო ორიენტირებული იყოს პროგრამებსა და პლატფორმებზე და არა ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენებაზე და სიძულვილის ენაზე" - ასე შეაფასა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ პარლამენტის მიერ "საარჩევნო პერიოდში ეთიკის კოდექსის” მიღების ფაქტი.

"პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას, საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა ამ კანონპროექტმა - 87 ხმა ნულის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობის აღება პოლიტიკური სუბიექტების მიერ. მსგავსი მცდელობები ბევრი იყო, თუმცა ჩვენ პირველებმა მოვახერხეთ, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად, მსგავსი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც ორიენტირებულია პროგრამებზე, პლატფორმებზე და არა ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენებაზე, დაპირისპირებასა თუ შუღლზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება ერთგვარ ისტორიულ დოკუმენტად იქცეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა სახელმწიფომ და პოლიტიკურმა ძალებმა გაიზიარონ"- აღნიშნა დოლიძემ.

კანონპროექტში, რომელიც ვიქტორ დოლიძემ მოამზადა, აღნიშნულია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უარი უნდა თქვან - სიძულვილის ენაზე, ან ისეთი გამონათქვამების გამოყენებაზე, რომელიც არის პროვოკაციული, ცილისმწამებლური, ღირსების შემლახველი, ქსენოფობიური, შეიცავს მუქარას, ან ადამიანს ნებისმიერი ფორმის ძალადობისკენ უბიძგებს. პროექტის მიხედვით, დაცული უნდა იქნას დადგენილი ქცევის წესები და ეთიკური სტანდარტები.

ამასთან პროექტის, მიხედვით პარლამენტი აღიარებს საჯარო სამსახურების დეპოლიტიზირების მნიშვნელობას და ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების მიუღებლობას.

კანონპროექტში ხაზგასმულია სასამართლოს განასაკუთრებულ როლზე საარჩევნო დავებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, აღნიშნულ პროექტს პარლამენტის ყველა ფრაქციის თავმჯდომარე აწერს ხელს, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. "ნიუპოსტთან" საუბრისას დოლიძემ იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტს ხელს „ნაც.მოძრაობაც“ შეუერთდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42