სოფლად მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა - დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა
პოლიტიკა - 18:48, 22 Jun, 2016     963
მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „სოფლად მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა და აგრარულ სექტორში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებში დევნილთა ჩართულობა: პრობლემები და პერსპექტივები“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს (RCDA) ორგანიზებით მრგვალი მაგიდა თემაზე „სოფლად მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა და აგრარულ სექტორში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებში დევნილთა ჩართულობა: პრობლემები და პერსპექტივები“ გაიმართა.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მიმართა.

მრგვალ მაგიდასთან განიხილეს შემდეგი თემები: „აფხაზეთის სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებიდან - აგრარული სექტორის თანამედროვე პრობლემებამდე: იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობა აგრობიზნესში“ და „ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებისათვის“.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადილე გოჩა ცოფურაშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს დირექტორი შალვა გივიშვილი, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მთავარი მიზანია წარმოაჩინოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმების ხელისშემშლელი ფაქტორები და მათი მოგვარების გზები, აჩვენოს წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე დევნილთა აგრობიზნესში მონაწილეობის პერსპექტიული მიმართულებები.

ასევე, შეხვედრის მონაწილეებს შორის დისკუსია გაიმართა და მოეწყო ინოვაციური ტექნოლოგიების დემონსტრაცია და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42