თუ გსურთ ჩვენი დასისხლიანებული სახეების ხილვა, იხილავთ - ნიკა გვარამიას საგანგებო მიმართვა
პოლიტიკა - 18:21, 22 Jun, 2016     16552

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი სააპელაციო სასამართლოს მიერ ტელეკომპანიისთვის გამოგზავნილ გადაწყვეტილებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სასამართლომ კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი.

ნიკა გვარამიამ დღეს "ბიძინა ივანიშვილის მიერ ტელევიზიისთვის გამოცხადებულ ბრძოლაზე" კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლების მიზანია არჩევნებამდე გააჩუმოს ტელევიზია.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ ჩვენს წინააღმდეგ, რითიც საბოლოოდ დაადასტურა, რომ ის, რაც სასამართლოს კედლებში მიმდინარეობს არის სრული ფიქცია და სინამდევილეში არის რუსთავი 2-ის შტურმით აღების მცდელობა. ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ 30-ე დღეს მივიდოდით და ბოლომდე გამოვიყენებდით ჩვენს ვადებს, მიუხედავად ამისა, დღეს სასამრთლომ თვითონ გამოგვიგზავნა გადაწყვეტილება, რომელიც როგორც აღმოჩნდა დაიწერა 12-დღეში 76 გვერდი, ქალბატონო გუჯაბიძე მოგიწევთ მანტიის გახდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ ჩაგვიბარებია, ჩვენ სასამართლოს მცდელობით 18 დღე მოგვპარეს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და ჩვენთვის მოპარული ვადა. ერთ-ერთ მხარეს ეს გადაწყვეტილება გადაეცა და აქედან გვაქვს ჩვენ ინფორმაცია. სასამართლომ მორიგ ჯერზე დაარღვია კანონი, გვაჩვენა რომ დაინტერესებული მხარე ის არის და არა ჩვენ, ფოსტის მუშაკებიც ჩაებნენ, შტურმით სცადეს ჩვენი და ჩვენი ადვოკატების ოფისების აღება. ჩვენ არ ჩავიბარებთ დროზეადრე ამ გადაწყვეტილებას.

მივმართავ იუსტიციის საბჭოს, საქმე არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, მოვითხოვთ განმარტებას, რას აკეთებს უზენაესი სასამრთლო? რატომ გამოგვეგზავნა ეს გადაწყვეტილება კანონის დარღვევით? მოვუწოდებ საქართველოს მთავარ პროკურატურას დაიწყოს ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ძვირფასო ბატონო გიორგი მარგველაშვილო, ჩვენ ამ ქვეყანაში დაკავებული ვართ კანონგარეშე, აღარ გაგვაჩნია არავითარი უფლებები, თქვენ კონსტიტუციით გევალებათ იყოთ თითოეული ჩვენგანის და ამ ტელევიზიის კონსტიტუციის გარანტირებული უფლებების დამცველი. ველით პასუხს პირველ რიგში თქვენგან, ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები თუ არ ვართ? საითკენ მიდის ეს ქვეყანა? ასრულებთ თქვენს საპრეზიდენტო ვალდებულებებს? ზუსტად იგივე კითხვები გვაქვს ბატონ უსუფაშვილთან, თუ თქვენი პოლიტიკური კარიერა, სინდისი და ღირსება არ გაქვთ გაცვლილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობაზე, მოვითხოვ ამ კითხვებზე პასუხების გაცემას. ვინ დაიცავს ამ უფლებებს და სადამდე აპირებს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 18 დღეს გვპარავს, სადამდე აპირებს წასვლას? აპირებენ თუ არა ჩვენს ქუჩებში ლიკვიდირებას და შემდეგ პროკურატურაში ბრიფინგის გამართვას და იმის თქმას, რომ ჩვენ ვალების გამო თავი მოვიკალით? არაფერი ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა აღარ დაგრჩენიათ, სასამართლოს განაჩენის შემდეგ. ქალბატონები ნაზღაიძე, გუჯაბიძე და ყაველაშვილი არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები, გაუსწორდით სისხლის სამართლის დამნაშავეებს ისე, როგორც კანონი გავალდებულებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა მისცემს მათ პასუხისგებაში და ნუ აიღებთ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ჩვენ გვაინეტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხიც ჩვენს სარჩელებზეც.

მე პირადად ვარ პასუხისმგებლელი არა მხოლოდ ჩემი უსაფრთხოების, არამედ ჩემი ყველა თანამშრომლის უსაფრთხოების საკითხზე. ჩვენ შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი სიცოცხე არ არის დაცული და ის არის ყოველდღიური რისკის ქვეშ. ჩვენ არ ვაპირებთ ამ შენობიდან გასვლას, იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, როემლიც არ ემყარება კონსტიტუციას, თუ გნებავთ ჩვენი დასისხლიანებული სახეების ყურება, ამას ნახავთ, ამას მთელი საზოგადოება ნახავს, ტქვენ მოგიწევთ არცევნების ცატარება რუსთავი 2-თან ერტად და როგორც ჩანს ამ არჩევნების წაგება. მე მოგიწოდებთ დაგვიტოვოთ ჩვენი უფლებების დაცვის კანონისმიერი მექანიზმებეი, რომელიც აღარ გაგვაჩნია, წინააღმდეგ შემტხვევაში ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო აქტებით აღიარებულ ყველა საშუალებას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42