ზაფხულის ტურისტულ სეზონს ურეკი ახალი გზით და დასუფთავებული პლაჟით ხვდება
პოლიტიკა - 16:55, 22 Jun, 2016     3957
პროექტ „გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სხვადასხვა მედიასაშუალებების 30 წარმომადგენელისათვის პრესტური მოაწყო. სამთო კურორტების ბახმაროსა და გომის მთის მონახულების პარალელურად ჟურნალისტებმა საზღვაო კურორტი ურეკი დაათვალიერეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ სტუმრებს კურორტზე მიმდინარე მაშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

კურორტზე წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ურეკში, ორ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომელიც ურეკის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის, ასევე კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

კურორტზე 4 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობა სრულდება. პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.

სამუშაოების ჯამური ღირებულება 994 000 ლარს შეადგენს.

დაბა ურეკისა და შეკვეთილის 13 კილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე გარე განათების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს. იცვლება მწყობრიდან გამოსული ბოძები, ნათურები და სადენები. გარე განათების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. პროექტის ღირებულება 173 000 ლარს შეადგენს.

ზაფხულის სეზონს კურორტი ურეკი ახალი დასუფთავების მანქანებით ხვდება. ურეკი-შეკვეთილის 14 კილომეტრიან სანაპირო ზოლს 12 ახალი თანამედროვე სპეც ტექნიკა მათ შორის 3 უახლესი ნაგავმზიდი ემსახურება. დასუფთავების მანქანებს ქვიშის პლაჟზე 20 სანტიმეტრის სიღრმიდან მყარი ნარჩენების ამოღებაა შეუძლია. სანაპირო ზოლი კვირაში რამდენჯერმე სუფთავდება.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო“ 2015 წელს წამოიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია. ერთი წლის განმავლობაში მასმედიის 200-მდე წარმომადგენელმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოინახულა. აჭარის, სამეგრელოს, სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, ხევსურეთის, რაჭის და კახეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ მომზადდა ათეულობით სატელევიზო სიუჟეტი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მომდევნო პრესტური თუშეთსა და ზემო აჭარაში იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42