პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ახალი ცვლილება შეაქვს
პოლიტიკა - 16:27, 22 Jun, 2016     1323

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინიციატივით საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ახალი ცვლილება შედის, რომლის თანახმად, ახალი მოსამართლის არჩევა შესაძლებელი გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვადის გასვლამდე არაუადრეს 3 თვისა და არაუგვიანეს 10 დღის. მოქმედი კანონმდებლობით, კი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეს სხვა მოსამართლის ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე ირჩევენ.

კანონპროექტი პარლამენტის ვებგვერდზეცაა გამოქვეყნებული, მასში აღნიშნული რომ"მე-16 მუხლის მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 3 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა გამწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი, რომლის უფლებამოსილებაც იწყება მისი წინამორბედის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის გასვლისთანავე, მაგრამ არაუადრეს მის მიერ ფიცის დადების მომენტისა. საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტი უფლებამოსილია დანიშნოს/აირჩიოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თუ მისი წინამორბედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვა წინ უსწრებს პრეზიდენტისა და პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას. წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ წევრს ნიშნავს/ირჩევს ახალარჩეული პრეზიდენტი ან პარლამენტი".

კანონპროექტის განმარტებით ბარათში კი მითითებულია, რომ აღნიშნული ცვლილება ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა. "ვენეციის კომისიამ მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის უწყვეტობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სასურველია, არ იყოს წყვეტა მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ახალი მოსამართლის დანიშვნამდე. მათი ამ რეკომენდაციის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ თუ ხელისუფლების რომელიმე შტო დროულად არ დანიშნავს სასამართლოს წევრს, ხოლო ძველი წევრის ვადა შეწყდება, სასამართლოს ფუნქციონირებას შეიძლება, შეექმნას საფრთხე"

შეგახსენებთ მიმდინარე წლის 30 სექტემბერს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა საკონსტიტუციო სასამართლოს 4 წევრს, გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას ეწურებათ .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42