„საინტერესო არჩევენბი იქნება, არ ვუყურებ მოვლენებს განსაკუთრებული ტრაგიზმით, არის პოტენციალი იმისა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი გახდეს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი ისეთ კალაპოტში წავა, როგორც ეს სჭირდება ქვეყნის განვითარებას და არ მოხდება დაპირისპირება, პასუხისმგებლობა ამაზე რა თქმა უნდა მმართველ ძალას ეკისრება. სამწუხაროდ ეს ვერ ვიგრძნენით რომ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, რადგანაც ყველა ერთ მნიშვნელოვნად ხელს იშვერდა „ნაციონალური მოძრაობისკენ“ მას მერე რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს მმართველი პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა იყო, ჩვენ დავინახეთ გადაბრუნებული ფირფიტები. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ თავიანთ დამოკიდებულებას ისინი ბიძინა ივანიშვილის ამა თუ იმ საკითხისადმი დამოკიდებულებას ადარებენ და თავად არანაირი პიროვნული დამოკიდებულება არ გააჩნიათ. ვთვლით, რომ დემოკრატიის განვითარებისთვის ეს ყველაზე დიდი საფრთხეა. მმართველი პოლიტიკური ძალის წარმოამდგენლები თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვლის ხედვებზე და შეფასებებზე არიან დამოკიდებულები.“-განაცხადა ნაჭყებიამ.
ნაჭყებიას განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უკვე გამოიკვეთნენ მთავარი მოთამაშეები: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. მისი მტკიცებით არჩევნები იმით იქნება განსხვავებული, რომ წელს, ერთმანეთს პრორუსული და პროდასავლური ძალები დაუპირისპირდებიან. პრორუსული ძალების წარმომადგენლებად ნაჭყებიამ ის ადამიანები დაასახელა, რომლებიც თამაზ მეჭიაურის პარტიის გარშემო იყრიან თავს.
„აქ ცენტრისტებზეა საუბარი ხაჩიშვილი, მამალაძე და ასე შემდეგ დამწკრივდნენ ეს პოლიტიკური ძალები, რომლებიც პრორუსული ძალები არიან. თუ არ მოხდა პროდასავლური ძალების დაჯგუფება ერთ ბლოკში, მაშინ ისეთ პარლამენტს მივიღებთ, სადაც უპირატესად რუსეთზე ორიენტირებული პრორუსული ძალები იქნება წარმოჩენილი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ასეთი ერთობა შედგეს, დღეს არ ვისაუბრებ, თუ რომელ ძალებზეა აქ საუბარი, რადგან როგორც წესი კარგი პარტნიორობა იმას ნიშნავს, რომ სანამ წერტილი არ დაესმება ყველაფერს, არ იქნას გამჟღავნებული მოლაპარაკებების დეტალები. დიდი იმედი მაქვს, რომ პროდასავლური ძალები ამ საკითხს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. თუ ეს შედგა , შედეგი ქვეყნისთვის ძალიან კეთილსაიმედო იქნება.“ -განაცხადა ნაჭყებიამ.
მასალის გამოყენების პირობები






