საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გამოძიებამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მუშაობა დაასრულა და საქმე დაიხურა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმიდნარეობდა, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების თანახმად და დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა და ამის მიზეზი გარკვეული ფინანსური ვალდებულება იყო.
აღნიშნულ თემაზე კომენტარს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აკეთებს და აცხადებს, რომ მას ეროსი კიწმარიშვილთან ურთიერთობის შესახებ ყველაფერი გაცხადებულად აქვს ნათქვამი და საკითხი ამოწურულია:
„გამოძიება დასრულებულია და დაადგინეს, რომ ეს არის თვითმკვლელობა, მწუხარებას გამოვთქვამ და სამძიმარს გამოვუცხადებ ოჯახს, სხვა არაფერი სათქმელი არ მექნება, რაც საჭირო იყო საჯაროდ გაცხადებული მაქვს ამასთან დაკავშირებით და ყველაფერი ამოწურულია“ , - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






