გურამ შეროზიას თვალით დანახული ადამიანების 12 კატეგორია რომლებთანაც ურთიერთობა შეუძლებელია
სოც.მედია - 15:01, 22 Jun, 2016     3300
ბლოგერი გურამ შეროზია მორიგ ბლოგ-პოსტს აქვეყნებს, რომელიც სხვადასხვა ტიპისა და კატეგორიის ადამიანებს მიუძღვნა. მთავარია ბოლომდე ჩაიკითხოთ და მერწმუნეთ, საკუთარ თავს თუ არა, გარშემომყოფთაგან რამდენიმე ადამიანს მაინც ამოიცნობთ.

1. მათხოვრები - მათ არასდროს აქვთ სიგარეტი, თუ ჰკითხავ - გეტყვიან, რომ გადაწყვიტეს მოწევას თავი დაანებონ და ამიტომ არ ყიდულობენ, ცოტა რომ მოწიონ. რეალურად კიდევ შენზე მეტს ეწევიან, „თავს ანებებენ“ წლებია და ანალოგიური მდგომარეობა აქვთ ტაქსის ფულის გადახდაზე, ან სხვა რამე საერთო ხარჯებზე.

თანხა არასდროს ყოფნით და მუდმივად ვიღაცებს სთხოვენ, რომ ფული ასესხონ, მერე ან აბრუნებენ, ან არა. უფრო მეტად იმასთან მეგობრობენ, ვინც უფასოდ აჭმევს, ასმევს, ა.შ. სამაგიეროდ ტანსაცმელი, ჩანთა, ა.შ. - არაფერი აკლიათ, საკუთარ სიამოვნებაში ფული უკვე აღარ ენანებათ.

2. გადამგდებები - მათი იმედი არასდროს გაქვთ. ვთქვათ, შეთანხმდებით, რომ სადღაც მიდიხართ, არ გეგმავთ სხვას არაფერს, ჰოპ და უცებ, შეხვედრამდე ხუთი წუთით ადრე გირეკავთ, რომ ავად გახდა, ან სტუმრები მოუვიდნენ, ან რამე სხვა... ან, არც გირეკავთ და თითქოს არც შეთანხმებულხართ.

მოკლედ, ერთხელ, ორჯერ და შემდგომ უკვე ვეღარ ხედავ ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივას, მით უმეტეს, როცა საქმიანი ადამიანი ხარ და შენთვის ყოველი წუთი ძალიან მნიშვნელოვანია! პირობასაც არასდროს ასრულებენ და შენც არასდროს გაქვს მათი იმედი.

3. მოწყვლადები - მათთან ყოველი ფრაზა უნდა აკონტროლო. შეიძლება გაგებუტონ იმაზე, რომ ლიფტში პირველი არ გაატარე, ან უბრალოდ პირად წერილზე პასუხი დაუგვიანე და ამ დროს ფეისბუქზე რაღაც დააკომენტარე, ანუ გეცალა! ან კიდევ, დიდი ხანია არ მოგიკითხავს. აღარაფერს ვამბობ იუმორზე, რომელზეც აცრილები არიან და შენც ძალიან გღლის მათთან ურთიერთობა.

ასევე, შენი ნებისმიერი ფრაზა ღრმა ანალიზის საგანი ხდება, მათგან ყოველთვის რაღაც გამომდინარეობს, იძულებული ხარ ასჯერ გაზომო და მერე წარმოთქვა, ან ხმა აღარ ამოიღო საერთოდ.

4. მორალისტები - ისინი დაგჩხავიან, როცა რამე ახალ აგემოვნებ და გეუბნებიან, რომ „ამას როგორ ჭამ, მოგწამლაავს“, მერე შენს ნებისმიერ ფლირტს სიძვად ნათლავენ, ყველაფერზე იმის ახსნას ცდილობენ, რომ „ასე არ შეიძლება“, „რას იტყვის ხალხი“.

შემდეგი კატეგორიის მსგავსად, ისინიც ყველაზე მართლები, სუფთები,კეთილსინდისიერები არიან, რეალურად კიდევ, მუდმივად თავს გვაბეზრებენ „ყველას მამიდობით“.

5. მოსმენის უნარის არ მქონეები - მათ არასდროს აინტერესებთ რა გიხარიათ, რა გტკივათ, რა გაბედნიერებთ, არასდროს გისმენენ ბოლომდე და საუბარი ფიზიკურად შეუძლებელია.

სამაგიეროდ, არასდროს იღლებიან საკუთარ თავზე საუბრით, გაწყვეტინებენ უხეშად, რომ თავისი ისტორია ჩააქსოვონ, გცლიან ენერგიისგან და გიკარგავენ ურთიერთობის სურვილს.

ასევე, ისინი მუდამ მართლები არიან, თუ ოდნავ რამეში შეეწინააღმდეგები - მომენტალურად მათი მტერი ხდები, საკუთარ თავში იდეალურ მამაკაცს/ქალს ხედავენ და რეალურად კიდევ, განვითარების ერთ საფეხურზე რჩებიან მუდამ.

6. პონტის ქალები/კაცები - ისინი შენი მეგობრები არიან, როცა გარშემო კარგი ადამიანები გახვევია, კარგად ერთობი, მაგრამ საკმარისია, მათი დახმარება დაგჭირდეს, ან ცა ჩაყლაპავს, ან მიწა. რაც არ უნდა დაგეგმოთ, თუ ვინმემ ოდნავ უკეთესი “პონტი“ შესთავაზა - იმწამსვე 30 ვერცხლად გაგყიდიან.

7. „არა-ფობები“, ანუ არა-ს რომ ვერ ამბობენ - ესეც საოცარი კატეგორიაა. მაგ: ეპატიჟები დაბადების დღეზე, არ შეუძლიათ გითხრან „არა“ და პასუხობენ: ვნახოთ, ვეცდები... ან უარეს შემთხვევაში „კის“ გეუბნებიან, მერე კი - ქრებიან. ურჩევნიათ დაგემალონ, გამორთონ ტელეფონი, „დაგსინონ“ ან არც კი „დაგსინონ“ ფეისბუქზე, ოღონდ არ გითხრან „არა.

გაურკვევლობა კიდევ ყველაზე საშინელი მომენტია და ათასჯერ გირჩევნია მარტივი უარი, მინიმუმ დროის დაზოგვის მიზნით.

8. „სექს-ცენტრიკები“ - ისინი მუდამ სექსზე გესაუბრებიან, თავის რეალურ, ან მოგონებულ ცხელ ისტორიებს გიყვებიან. შენს ყველა მეგობარში, ნაცნობში სექსუალურ პარტნიორს ხედავენ, ყველას „ეჩალიჩებიან“ და გარცხვენენ.

სადაც არ უნდა იყოთ, თუ სექსის შანსი გაუჩნდება - მომენტალურად დაგტოვებთ და ჰორმონების ყივილს გაჰყვება ინერციით, შენ კიდევ უნდა ელოდო, როდის დაიკმაყოფილებს თუ დაიცხრობს ჩაბუდებულ ვნებას და მერე კიდევ საათობით, მისი ისტორიის დეტალები უნდა მოისმინო.

9. ტვინის ბურღები - მათ შეუძლიათ დღეში ათჯერ მოგწერონ „რას შვები“, ან „რა არის ახალი“... გირეკონ, გწერონ, გესაუბრონ ერთსა და იმავეზე მთელი დღე, ბოლოს ემალები, ან უბრალოდ ბლოკავ და დიდი ხნის მანძილზე ჰგონიათ, რომ უბრალოდ ფეისბუქი გააუქმე.

10. ადამიანების დამხარისხებლები სტატუსის მიხედვით - ყველაზე დიდი მარაზმი, როცა მასზე უფრო გავლენიანებს ფეხქვეშ ეგებიან, ხოლო იმათ, ვისზეც ფინანსურად, სტატუსით, განათლებით მეტნი არიან - ძაღლადაც არ აგდებენ. ვიღაცის სიტყვა კანონია, ვიღაცის კიდევ - მოსმენის ღირსიც არ არის.

11. აგრესორები - ისინი ყოველთვის იმას ცდილობენ, რომ თვითშეფასება დაგიგდონ და უამრავ სისაძაგლეს გწერენ, მაგალითად:

- წონაში მოიმატებ და ძროხა ხარ, გახდები - ცარიელი ცხვირი

- ტელევიზიით ხშირად ჩანხარ - პაპსა და ყვითელი, ცოტა ხანს აღარ გამოჩნდები და ყველამ დაგიკიდა ანუ

- უცერემონიოდ, უმიზეზოდ აყენებენ ეჭვქვეშ შენს წარმატებას, ბედნიერებას, არიან აგრესიულები და კიდევ უფრო პანიკაში ვარდებიან, როცა ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი ფეხებზე გკიდია.

ასევე, უყვართ საზოგადოების წინაშე გალაშქრება, თუ ყველა თვლის, რომ თეთრი თეთრია, ისინი გიმტკიცებენ, რომ შავია.

12. მოთამაშეები - ისინი გაყიდიან ყველაფერს, შენც ზედ მიგაყოლებენ, მთავარია თამაშის დაუცხრომელი ჟინი მოიკლან. მერე „გაითავნებიან“, გთხოვენ ფულს, გემუქრებიან სუიციდით და შენც სხვა გზა არ გაქვს. ან პირიქით, არ აქცევ ყურადღებას და ბოლოს ისევ, თავისივე მშობლებს ახდევინებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42