გელა დუმბაძე ლატვიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 15:09, 22 Jun, 2016     1178
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება ლატვიის რესპუბლიკაში. მან შეხვედრა გამართა ლატვიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და იქ მცხოვრებ თანამემამულეებთან. შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში, თემურ ჯანჯალია ესწრებოდა.

შეხვედრაზე გელა დუმბაძემ ისაუბრა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ; დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო ახალი სამთავრობო პროგრამები. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლზე ქვეყნის განვითარებაში, მათ მიერ უცხოეთში შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

თანამემამულეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სახელმწიფო მინისტრი გაეცნო ლატვიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციებისა და იქ მცხოვრები თანამემამულეების პრობლემებს; დაისვა საკითხი ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებისა და დიპლომის აღიარების მნიშვნელობის შესახებ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის.

შეხვედრის დასასრულს გელა დუმბაძემ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული კონკურსის - „ქართული ხალხური სიმღერისა და საშობაო საგალობლების საუკეთესო შესრულებისთვის“ - მონაწილე რუსუდანა ბასარია მადლობის საგელით დააჯილდოვა და გადასცა სამახსოვრო საჩუქრები. შეგახსენებთ, რომ ლატვიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე - რუსუდანა ბასარია ჟიურის მიერ დასახელდა როგორც კონკურსის ყველაზე კრეატიული მონაწილე და გაიმარჯვა ნომინაციაში „შემოქმედებითი მიდგომისათვის“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42