ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჟურნალისტები ნოდარ დუმბაძის მუზეუმს და უდაბნოს მონასტერს ეწვივნენ. მოინახულეს კურორტი ბახმარო.
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო“ 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია. ერთი წლის განმავლობაში მასმედიის 200-მდე წარმომადგენელმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოინახულა. მომზადდა 50-ზე მეტი სიუჟეტი, მთელი წლის მანძილზე ქართული საზოგადოება იღებდა ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტურისტული პოტენციალისა და ღირშესანიშნაობების შესახებ.
„მოხარული ვარ, რომ იმ ფონზე, როდესაც საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობა წელიწადზე მეტია დინამიურად იზრდება, სულ უფრო მეტი ჩვენი თანამოქალაქე ინტერესდება საქართველოს რეგიონებში მოგზაურობით. პროექტი „გაიცანი საქართველო“ სწორედ შიდატურიზმის პოპულარიზაციის ემსახურება და მეორე წელია წარმატებით მიმდინარეობს.“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






