საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, მთავარი ამოცანაა, საქართველო ზუსტად იმავე სეგმენტით იყოს წარმოდგენილი შავი ზღვის უსაფრთხოებაში, როგორც ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, სწორედ ეს საკითხია ერთ-ერთი, რაზეც მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს:
„როგორც თავდაცვის მინისტრის, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი სწორედ შავი ზღვის პლატფორმაში საქართველოს ჩართულობა და წევრის ტოლფასი მონაწილეობაა. ეს არის ძალიან რეალისტური ამოცანა. ამაზე კონკრეტული გეგმა მას შემდეგდ ამტკიცდება, რაც ვარშავაში პოლიტიკური გადაწყვეტეილება იქნება მიღებული. იქნება რეგულარული ვიზიტები საქართველოში, ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდება მაგალითად ბულგარეთის პორტებში, თურქეთის პორტებში და ა.შ. საქართველოს პორტები უნდა გახდეს მარშრუტის ნაწილი ზუსტად ისევე, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნების პორტები. აქედან დაწყებული, გაგრძელებული ინფორმაციის სრული გაცვლით, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ საჰაერო სივრცე მთლიანად გაკონტროლებული გვქონდეს, გვქონდეს სრული ინფორმაცია, რა მოძრაობებია მეგობარი ან არამეგობარი ხომალდების მხრიდან, ეს სია კი, საკმაოდ გრძელია”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






