"როდესაც ასეთ ახალგაზრდებს ვხედავ, ოპტიმიზმით ვივსები"-პრემიერმა შსს-ს კარიერული განვითარების ფორუმის მონაწილეებს მიმართა
მივესალმები თქვენს სურვილს, თქვენი კარიერა დაუკავშიროთ ადამიანების უსაფრთხოებას ჩვენს ქვეყანაში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს კარიერული განვითარების ფორუმის მონაწილე ახალგაზრდებს.
ფორუმში 13 უნივერსიტეტის კურსდამთავრებული 200-მდე სტუდენტი მონაწილეობს, რომლებსაც უწყებაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე დასაქმების საშუალება მიეცემათ.
მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და მის გუნდს ფორუმის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესში, ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„როდესაც ასეთ ახალგაზრდებს ვხედავ, ოპტიმიზმით ვივსები. დღეს ძალიან სასიამოვნო დღეა. ეს არის ერთგვარი ღია კარის დღე პოლიციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ახალგაზრდების ჩართულობა რეფორმებისა და ცვლილებების პროცესში, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჩვენი ქვეყნის მომავალის შექმნას მხოლოდ და მხოლოდ განათლებული ახალგაზრდები შეძლებენ. ამას ემსახურება ეს პროცესი, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით. თითოეული თქვენგანის მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ცვლილებების პროცესში, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. მინდა, გისურვოთ წარმატებები, მინდა შსს-ს ვუსურვო ბევრი წარმატება, რადგან თქვენს წარმატებაზე არის დამოკიდებული თითოეული ადამიანის უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში, რაც არის უზენაესი მიზანი ჩვენთვის, ჩვენი მთავრობისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევის გარეშე, ეს მიზანი ვერ მიიღწევა.
პრემიერმა წარმატებები უსურვა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას და მიესალმა შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივას, გაიზარდოს აკადემიის დაფარვის და ფუნქციონირების მასშტაბი და ის საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბდეს. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მთავრობას, განათლების მიმართულებით ძალიან ამბიციური გეგმები აქვს.
„განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული სფერო ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობაში. საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი. სწორედ შსს-სა და პოლიციის აკადემიის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი არის ძალიან თამამი და ჩვენი მხრიდან ამ ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიას მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა, ფორუმში მონაწილე დეპარტამენტების კუთვნილი ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა, ასევე მიიღო ინფორმაცია შსს-ს აკადემიაში სწავლების პროცესის - მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტების ამოცნობის შესახებ. პრემიერმა მოისმინა პრეზენტაცია დისტანციური სწავლების შესახებ და, ახალი პროგრამის მეშვეობით, რეგიონებში მყოფ კურსანტებს გაესაუბრა. იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რეალური და ვირტუალური ტირი და აკადემიის საცურაო აუზი, გიორგი კვირიკაშვილმა და გიორგი მღებრიშვილმა ერთად დაათვალიერეს. პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, აკადემიის ტერიტორიაზე, შეიარაღებული პირის დაკავების იმიტირებული პროცესიც გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა