‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ცაგარეიშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელიც ეხებოდა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს კვლევის შედეგებს. საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ადგილი აქვს ფინანსური რესურსების არამიზნობრივ ხარჯვას იმ დროს, როდესაც რეგიონებში უკიდურეს სიდუხჭირეშია მოსახლეობა.
‘’27 მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების ხარჯები კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტია.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლი მე-3 ქვეპუნქტის თანახმად, გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს.
,,თავისუფალი დემოკრატები“ ვეყრდნობით რა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს კვლევას, რომელმაც შეისწავლა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და რეგიონების მიხედვით წარმოადგინა ინფორმაცია იმ მუნიციპალიტეტებზე, რომელთაც კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნა შრომის ანაზღაურების ხარჯების განსაზღვრისას არ აქვთ გათვალისწინებული. კერძოდ: სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, აჭარა, იმერეთი, ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი. ჩამოთვლილი რეგიონებიდან განსაკუთებით მაღალი პროცენტული მაჩვენებლებით გამოირჩევიან:
1. აჭარა
- შუახევის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 32.05 %-ია (შრომის ანაზღაურება - 1 348 160 ლარი
- ქედის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტოხარჯების 52.35%-ია (შრომის ანაზღაურება - 2 563 700 ლარი.
2. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 34.94 %-ია (შრომის ანაზღაურება 1 283 300 ლარი
- ონის მუნიციპალიტეტში შრომის ანზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 35.89 %-ია (შრომის ანაზღაურება 985 900 ლარი
ლენტეხის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 33.38 %-ია (შრომის ანაზღაურება 992 900 ლარი
სამცხე-ჯავახეთი
ასპინძის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 32.02 %-ია - 932 800 ლარი
ნინოწმინდაში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საიბუჯეტო ხარჯების 32.94%-ია 1 315 300 ლარი
3. ქვემო ქართლი - წალკის მუნიციპალიტეტი - შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 33.61%-ია (შრომის ანაზღაურება 1 3403 00 ლარი
,,თავისუფალი დემოკრატები“ კატეგორიულად ვაცხადებთ,რომ ადგილი აქვს ფინანსური რესურსების არამიზნობრივ ხარჯვას იმ დროს, როდესაც რეგიონებში უკიდურეს სიდუხჭირეშია მოსახლეობა. აღნიშნული ფინანსური რესურსი უნდა ხმარდებოდეს ინფრასტრუქტურული და სოაციალური პროექტების განხორციელებას. ბიუჯეტიდან გაღებული მილიონობით ლარი მაგალითია ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი ხარჯვისა’’ -განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






