”მინდა გავმიჯნო პოლიტიკური თავდასხმებისგან ჩემი შემთხვევა, რომელიც არის ნამდვილად კერძო შემთხვევა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ თქვენს ეთერში, ბევრი ფაქტების და მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ და არა ისე, როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ ჩემზე თავდასხმიდან რამდენიმე წუთში თუ საათში. ”- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილი.
ალექსი პეტრიაშვილმა მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე ”რუსთავი2”-ის ეთერში გადაცემა არჩევანში ისაუბრა, მისი თქმით მუხლი რომლითაც მის საქმეს იძიებდნენ შეცვლილია და ამჟამა გადაკვალიფიცირებულია , როგორც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული. პეტრიაშვილის თქმით ამ დრომე არავითარ წინსვლა არ არის მეორე თავდამსხმელის და შემკვეთის გამოვლენის საქმეში.
შეგახსენებთ, ყოფილ სახელმწიფო მინისტრს 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე დაესხნენ თავს, მას აზიანებები ჩაქუჩით მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდანაც დაჭრეს.
მასალის გამოყენების პირობები






