ნატოს ვარშავის სამიტი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია ნატოს სამომავლო განვითარების გზის განსაზღვრის პროცესში. ბოლო სამიტის შემდგომ, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემაში გაჩნდა ახალი გამოწვევები, როგორც კონვენციური, ისე ჰიბრიდული მიმართულებით.
რუსეთის პოლიტიკამ ნატო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც ცივი ომის დასრულების შემდგომ ევროპაში არსებული მშვიდობის საკითხს საფრთხე შეუქმნა. პირველად ეს ცვლილებები 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში ხოლო შემდგომ, უკვე 2014 წელს უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაში გამოიხატა. საქართველოში მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ, ასევე ყირიმზე თავდასხმამ და მილიტარიზაციამ გაართულა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება.
კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლების 2016 წლის ვარშავის სამიტის დღის წესრიგის შესახებ დისკუსიაში ჩართვას.
კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეები ისაუბრებენ 2016 წლის ნატოს სამიტის დღის წესრიგის მნიშვნელოვანებაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასევე ნატოს აღმოსავლეთის საზღვრებზე არსებული მთავარი გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ. მომხსენებლები დამსწრე საზოგადოებასთან ერთად განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნატოს პოლიტიკა, ახალი საფრთხეებსა და გამოწვევებთან მიმართებაში სტრატეგიული მიდგომა, რომელიც ძირითად კონცენტრირებულია აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოზე, საქართველოს ამჟამინდელი ჩართულობა ნატოში და საქართველო-ნატოს სამიტის შემდგომი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები
მასალის გამოყენების პირობები






