ურთმელიძის გეგმები - მოსამართლეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე ზღვარის დაწესების სურვილი აქვს
პოლიტიკა - 15:45, 21 Jun, 2016     1499

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების მეორე ეტაპი გაიმართა. მოსამართლეობის მსურველებს შორის „რუსთავი2“-ის საქმის მოსამართლე, სკანდალურად ცნობილი თამაზ ურთმელიძეც იყო. ურთმელიძესთან გასაუბრების ძირითად თემას რუსთავი2-ის საქმე წარმოადგენდა.

როგორც თამაზ ურთმელიძემ გასაუბრებაზე განაცხადა რუსთავი2-ის საქმის განხილვის დროს მისი მისამართით გაკეთებული განცხადებებით მისი ღირსება და პატივი შეილახა და თუ ის სამომავლოდ გახდება მოსამართლე შეეცდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას გარკვეული ზღვარი დაუწესდეს. მას სურს რომ არსებობდეს გარკვეული ჯგუფი რომელიც ამას გააკონტროლებს. ურთმელიძემ უკმაყოფილება მედიის წარმომადგენლების განათლების დონესთან დაკავშირებითაც გამოხატა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტები ობიექტურობას უნდა ემსახურებოდნენ .

ურთმელიძეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე მისი დედის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებაც კითხეს, რაზეც ურთმელიძემ განაცხადა, რომ მან თავის დროზე ამ საქმის დეტალები არ იცოდა, დედამისის უფლებადამცველი კი არწმუნებდა, რომ საქმე მსუბუქი იყო და განრიდებით მოგვარდებოდა, თუმცა, როგორც საბოლოოს გაირკვა საქმე სასამართლოში მაინც გაგრძელდა.

საბჭოს წევრებმა ურთმელიძეს სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოების პრეცენდენტული გადაწყვეტილებების გამოყენების შესახებაც კითხეს და დაინტერესდნენ, რამდენად კარგად ფლობს ურთმელიძე უცხო ენას, იმისთვის რომ მსგავსი გადაწყვეტილებებს გაეცნოს და თავისი განაჩენების დასაბუთების დროს გამოიყენოს. ურთმელიძის თქმით მისი ინგლისური უმაღლესი დონის არაა, თუმცა ხშირად იყენებს ლექსიკონს. რუსთავი2-ის საქმის დასაბუთებისას გამოყენებული გერმანული სასამართლოს პრეცენდენტის მოძიებისას კი სასამართლოს თანამშრომელი დაეხმარა .

გასაუბრებიდან გამოსულმა თამაზ ურთმელიძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხების გაცემა არ ისურვა და განაცხადა, რომ როდესაც მზად იქნება თავად დაუკავშირდება მედიას.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42