რა გაუხსენა მიშო სულუხიამ დათო ფორჩხიძეს: "ჩემს უნიკალურ ვოკალს" პატივი სცა თუმცა სათანადოდ მამაკაცური არ ვიყავი“
სოც.მედია - 14:54, 21 Jun, 2016     24396
,,ვითვალისწინებ ჟიურის პოზიციებსაც რადგან მათ დღეს პირველად მიეცათ უნიკალური შანსი რომ მე პროექტი დამეტოვა და გამოიყენეს“ - X ფაქტორის დატოვებას ,,ფეისბუქის“ გვერზე გამოეხმაურა მიშო სულუხია, რომელიც აუტსაიდერობა ყველასთვის მოულოდნელი იყო. ნინამ მიშო გაუშვა, ხოლო საკუთარი ხმა დათუნას მისცა.

,,როგორც მივხვდი ჩემი მმდგომარეობა მთელმა თუ არა ნახევარმა ერმა მაინც გაიზიარა. ბევრი ადამიანი ელოდება ჩემს რეზუმეს ალბათ დღევანდელ ლაივთან დაკავშირებით. ვიტყვი და გამოვრიცხავ ფაქტს ჩემი რუსთავი 2 თან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიისა, რადგან ამ ხნის მანძილზე შევატყვე რომ ტელევიზიამ თავადაც ისიამოვნა ჩემთან თანამშრომლობით მე რომ არაფერი ვთქვა ჩემს ამხელა ასპარეზზე რომელიც ტელევიზიამ და ჩემმა დიდი პიროვნული ღირებულების და გემოვნების მქონე მენტორმა Nika Gvaramiaa მ მომცა. ჩვენ ერთად გვქონდა წარმატებაც, ხარვეზიც, მაღალ ბიუჯეტიანი შოუებიც, კლასიკაც და აკადემიაც ერთ სცენაზე. და როგორც ის იტყოდა ამას ვაკეთებდით ის ადამიანები ვისაც შეგვეძლო რომ ამ ჟანრებში გვემუშავა. ვითვალისწინებ ჟიურის პოზიციებსაც რადგან მათ დღეს პირველად მიეცათ უნიკალური შანსი რომ მე პროექტი დამეტოვა და გამოიყენეს, შანსს ვინც არ იყენებს ის სულელია. არ გამკვირვებია დათო ფორჩხიძის პოზიცია, მან პირველად ბოი ბენდიდან 16 წლის ასაკში გამიშვა "ჩემს უნიკალურ ვოკალს" პატივი სცა თუმცა სათანადოდ მამაკაცური არ ვიყავი. ნინასგან კი თავისთავად არ გამიკვირდა ეს ნაბიჯი. ის ნამდვილ არტისტებზეა ორიენტირებული და არა ჩემნაირზე. უსაყვარლეს და უნიჭიერეს დათუნას ჩემგან კეთილი სურვილები. მე და მისი აუთსაიდერობა ერთად იყო თვითონ უხერხული სინთეზი.

მე 26 წლის ასაკში კიდევ ერთხელ ვცადე ხალხისთვის განკუთვნილ პროექტში მონაწილეობა და ეს ჩემთვის ზე წარმატებული აღმოჩნდა რასაც უბრალოდ არ ველოდი. მადლობას მოვიხდი და წარმატებას დავარქმევდი მე თუნდაც იმ ერთი ნომრის წარმოდგენას რომელსაც დღემდე აზიარებს ამერიკულ ევროპულ აზიური გვერდები და ამ ყველაფერს მილიონობით მოწონება და იმ ენაზე შესრულებული კომენტარები მოჰყვა რომლებიც ჯერ ვერც კი ვთარგმნეთ :))) და რომლის რეიტინგიც ინტერესს ქმნის კიდევ როდის გამეორდება ქართულ საეთერო სივრცეში. "mein herz brent" ვგულისხმობ. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით უღრმეს მადლობას თანადგომისთვის. ფაქტის შინაარსი რომ x ფაქტორმა მიშო დაკარგა ისედაც ნათელია და ბევრ განმარტებას აღარ მოითხოვს. გულით მინდოდა მეც და ბევრს ჩემი პროექტში დარჩენა თუმცა ეს ჩვენს ძალებს აღემატა. მე თქვენთან ვრჩები და წინ ბევრი საინტერესო რამ გველის“ - წერს მიშო სულუხია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42