რა მოხდა გუშინ ,,X ფაქტორში“?: ,,თუ ნამღერი ლილოს ბაზრობას გავს...“ - ნიკა გავრამიას პასუხი მენტორებს
სოც.მედია - 14:01, 21 Jun, 2016     9361
გუშინდელი ,,X ფაქტორი“ დაძაბული და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო. კონკურსანტების შეფასებას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა თავად მენტორებს შორის. კონკურსი დატოვა წინა ტურის ლიდერმა მიშო სულუხიამ, რაც მოულოდნელობა იყო. მიშო აუტსაიდერებში აღმოჩნდა, მენტორთა შორის ბოლო გადამწყვეტი სიტყვა ნინას ერგო, ხოლო ნინამ კონკურსში დათუნა ლაზარიშვილი დატოვა. ნიკა გვარამიას კრიტიკა გაუგებარი აღმოჩნდა მენტორბისთვის, განსაკუთრებით სოფოსა და გიორგისთვის. თავად ნიკა ვრცელ პოსტს აქვეყნებს ,,ფეისბუქის“ გვერდზე და მის დამოკიდებულებაზე დეტალურად წერს.

,,რაც შეეხება იქს-ფაქტორს

1. არავითარი ბავშვები არ არიან კონკურსანტები. იქს ფაქტორი არც საბავშვო ბაღია და არც კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი. კონკურსანტი არის კონკურსანტი, ასაკის მიუხედავად, და მზად უნდა იყოს ნებისმიერი, მათ შორის, ყველაზე მწვავე შეფასებისთვისაც. თუ არაა მზად და გული მისდის კრიტიკაზე - დარჩეს სახლში. თუ ნამღერი ლილოს ბაზრობას გავს - ვამბობ, რომ გავს. რესტორანს გავს - ვამბობ რომ გავს, ცუდია - ვამბობ, რომ ცუდია (და ჩემი კონკურსანტისთვისაც მითქვამს, რაც არც ერთ ჟიურის წევრს არ გაუკეთებია, სხვათა შორის), კარგია - ვამბობ, რომ კარგია (და სხვისი კონკურსანტების გამო სცენაზეც ავსულვარ).

2. რაც შეეხება შეურაცხყოფას - ჩემი ნებისმიერი შეფასება, არის ნამღერის შეფასება და არა კონკურსანტის პიროვნების, მისი ჩაცმულობის, გარეგნობის, წარმომავლობის და ა.შ. ეს არასდროს არ მიქნია მე პირადად. სხვაზე პასუხს არ ვაგებ.

3. მე არასდროს არ ვიტყვი იმას, რასაც არ ვფიქრობ, და ყოველთვის ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ, რა რეაქციაც არ უნდა გამოიწვიოს ამან გინდ მაყურებელში, გინდ დანარჩენ მენტორებში. მთელ საქართველოს რომ მოწონდეს მაგალითად დღევანდელი ლიდერი გიგი ადამაშვილის დღევანდელი ნამღერი, არასდროს არ ვიტყვი, რომ კარგია, იმიტომ, რომ მე არ მომეწონა (თუმცა, როცა მომეწონა, სცენაზეც ავსულვარ). მგონია, რომ ჟიურიში იმიტომ ვარ, რომ ასე მოვიქცე და ჩემი გულწრფელი აზრი გავაგებინო მაყურებელს, და არა მაყურებელს ვაამო და ის ვუთხრა, რასაც არ ვფიქრობ, მაგრამ უმრავლესობას მოეწონება. ან კიდევ, გვერდით მჯდომ მენტორს "გავუცვალო" ჩემი დადებითი კომენტარი მის კონკურსანტზე, მის დადებით კომენტარში ჩემს კონკურსანტზე.

4. მოკლედ, მე ვარ კრიტიკული და გულწრფელი შემფასებელი. ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებით ვაფასებ კონკურსანტებს, მაგრამ არასდროს არავის პიროვნულ შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ვისაც კრიტიკა შეურაცხყოფა გონია, მისი პრობლემაა და მე არ მაღელვებს. ისეთი ვარ, როგორიც ვარ. მომწონს - ვამბობ, არ მომწონს - ვამბობ. სხვა ჟიურის წევრების ტაქტიკა და სტრატეგია, არც მაინტერესებს და არც ჩემი განსახილველია. იმიტომ არიან ისინი ისინი, და მე - მე.

გმადლობთ, რომ გვიყურებთ.“ - წერს ნიკა გვარამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42